|

3-4 თებერვალს ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სასულიერო გიმნაზიის სააქტო დარბაზში ჩატარდა წმ. მღვდელმოწამე კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ III -ისადმი მიძღვნილი გორის მეოთხე სამეცნიერო კონფერენცია. ტრადიციულად კონფერენცია ყოველწლიურად ტარდება სამთავისისა და გორის ეპარქიისა და გორის სასწავლო უნივერსიტეტთან ერთობლივი ძალისხმევით. კონფერენციის ძირითად საკითხებს შეადგენდა - ეკლესიის ისტორია, საეკლესიო ხელოვნება, შიდა ქართლისა და ეპარქიის ისტორიის საკითხები, ეთნოგრაფიული და ენათმეცნიერების საკითხები. კონფერენციას ესწრებოდნენ უცხოელი სტუმრები - წმ. პატრიარქ ტიხონის მართლმადიდებლური ჰუმანიტარული უნივერსიტეტის პროფესორ-პედაგოგები: მღვდელი ალექსანდრე შელკაჩოვი - პროფესორი, დოქტორი - ია მელნიკოვა, დოქტორი - ირინა შელკაჩოვა.
კონფერენცია გახსნა სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ, მისასალმებელი სიტყვა წარმოსთქვეს - გორის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა ბ-მა გიორგი სოსიაშვილმა, ორგ. კომიტეტის სახელით ბ-მა ელდარ მამისთვალიშვილმა. კონფერენციას მიესალმა აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ბ-ნი გია გვაზავა, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ბ-ნი ბუბა კუდავა.
|
|
ფოტომასალა
|
|