JavaScript Menu, DHTML Menu Powered By Milonic
 









4 დეკემბერს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე, სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ საზეიმო მსახურება შეასრულა ღვთისმშობლის შობის გორის საკათედრო ტაძარში სამღვდელოებასთან ერთად. ამ დღეს გაიმართა წმ. მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საზეიმო საღამო.
დღის 3 სთ-ზე ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიაში შეიკრიბნენ სასულიერო პირები, ქ. გორის საზოგადოება და ჩამოსული სტუმრები.
საღამოს ორგანიზატორები იყვნენ - სამთავისისა და გორის ეპარქია და წმ. მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის საზოგადოება. სხდომა შედგებოდა ორი ნაწილისაგან: პირველ ნაწილში წაკითხულ იქნა მოხსენებები გრ. ფერაძის ცხოვრების და სამეცნიერო მოღვაწეობის შესახებ.
მომხსენებლები იყვნენ:

1. წმ. გრიგოლ ფერაძე – გზა უკვდავებისკენ
წმინდანის ძმისშვილი – რომანოზ ფერაძე

2. არქიმანდრიტ გრიგოლ ფერაძის სულიერი სწავლების ერთი საკითხისათვის
სამთავისისა და გორის მიტროპოლიტი ანდრია

3. გრიგოლ ფერაძის დღიურები წმინდა მიწაზე – ქართულ ენაზე გამოცემისათვის
საპატრიარქოს ქრისტიანულ სიძველეთა კვლევის ცენტრი - პროფესორი თამილა მგალობლიშვილი

4. გრიგოლ ფერაძის სამეცნიერო მოღვაწეობა გერმანიასა და ევროპაში
ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი თამარ ჭუმბურიძე

5. გრიგოლ ფერაძის საზოგადოებები პოლონეთსა და საქართველოში
წმ. გრიგოლ ფერაძის საზოგადოების თანათავმჯდომარე - პროფესორი ილია ფერაძე

6. გორის სასულიერო სასწავლებლის ყოფილი მასწავლებლის ილია ფერაძის (1892-1893 წ.წ.) პუბლიცისტური კრებულის შესახებ
პროფესორი ილია ფერაძე (შვილიშვილი)

7. ქართულ-პოლონური ურთიერთობის ზოგიერთი საკითხი
დიაკონი ბორის ნიჩიპეროვიჩიმეორე ნაწილში

მეორე ნაწილში კი ნაჩვენები იყო ფილმი, შექმნილი ქართველი და პოლონელი კინოდოკუმენტალისტების მიერ "თეთრი ანგელოზის ძიებაში".
შეკრებილ საზოგადოებას პოლონეთიდან ინტერნეტის საშუალებით მიესალმა პოლონეთში წმ. გრიგოლ ფერაძის საძმოს დამფუძნებელი - დეკანოზი ჰენრიკ პაპროცკი.














ფოტომასალა