JavaScript Menu, DHTML Menu Powered By Milonic
 









ქალაქ ბიალისტოკის მერის ბ–ნ თადეუშ ტრუსკოლასკის მიწვევით, პოლონეთში იმყოფებოდა თბილისის, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის, ქ. გორის და სამთავისისა და გორის ეპარქიის ერთობლივი დელეგაცია. დელეგაციაში იყვნენ მიტროპოლიტი ანდრია, იღუმენი კოზმა, პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილეები ბატონები: ზურაბ ჩხეიძე და გიორგი თვალავაძე, გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბ–ნი დავით ხმიადაშვილი. თბილისის დელეგაციას ხელმძღვანელობდა ქალაქის მერიის განათლებისა და კულტურის მთავარი სპეციალისტი ქ–ნი ნინო სულაძე.
24 ივნისს თბილისიდან ვარშავაში გამგზავრებულ დელეგაციას აეროპორტში დახვდა ქალაქის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, რომელიც სტუმრებთან ერთად გაემგზავრა ქალაქ ბიალისტოკში. ეს ლამაზი, მწვანე ქალაქი, სადაც ერთად ცხოვრობს კათოლიკი, მართლმადიდებელი და იუდეველი მოსახლეობა, მდებარეობს ვარშავის აღმოსავლეთით 200 კმ–ში.
სასტუმროში დაბინავების შემდეგ ქართულ დელეგაციას ჰქონდა შესაძლებლობა დაეთვალიერებინა ქალაქის ნაწილი. ბიალისტოკის დღეებში მონაწილეობას ღებულობდნენ დელეგაციები შემდეგი ქალაქებიდან: თბილისი, გორი (საქართველო); ხარკოვი, ლუცკი (უკრაინა); კაუნასი (ლიტვა); დაუგავა(ლატვია); მილუოკი (აშშ); ფსკოვი, კალინინგრადი (რუსეთი).
იმავე საღამოს, დელეგაციებს შეხვდა ქალაქ ბიალისტოკის ვიცე მერი ბ–ნი კრისტოფ კარპიესშუკი.
25 ივნისს სტუმრებისათვის მოეწყო ექსკურსია, დელეგაციებს დაათვალიერებინეს ქ. ბიალისტოკი და მისი ღირსშესანიშნაობები: წმ. ნიკოლოზის მართლმადიდებლური ტაძარი, ღვთისმშობლის კათოლიკური ტაძარი, ქალაქის რატუშა, ცენტრალური მოედანი, პარკები, ბიალისტოკის მმართველების – თავად ბრანიცკების ისტორიული სასახლე, გერმანელ ფაშისტთა მიერ მეორე მსოფლიო ომის დროს დახვრეტილ ქალაქის მოსახლეობის სამახსოვრო მემორიალები. ბიალისტოკის დათვალიერების შემდგომ დელეგაციები გაემგზავრენენ პატარა ქალაქ სუპრაშლში, სადაც მდებარეობს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის მართლმადიდებლური მამათა მონასტერი, სადაც ქართველ დელეგაციას უმასპინძლა მღვდელმონაზონმა ანტონმა. მონასტრის ისტორია მოიცავს ხუთ საუკუნეს. მონასტერთან არსებობს ხატებისა დ ფრესკების მუზეუმი, სადაც გამოფენილია ბიზანტიური, რუსული და პოლონური ხატწერის ნიმუშები. მუზეუმის დათავლიერების და მონასტრის საკრებულო ტაძრის მოლოცვის შემდგომ ქართული დელეგაცია ჩავიდა მონასტრის ძმათა საძვალეში და პატივი მიაგო იქ დაკრძალულ – ბელსკისა და გაიანოვკის მთავარეპისკოპოს მირონის ნეშტს, რომელიც დაიღუპა პოლონეთის პრეზიდენტ ბ–ნ ლეხ კაჩინსკისთან ერთად. საღამოს 8 სთ–ზე ბიალისტოკის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბრანიცკების სასახლეში, ქალაქის მერ ბ–ნ თადეუშ ტრუსკოლასკის მიერ გამართულ იქნა საზეიმო მიღება, რომლის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი გახლდათ ბავშვთა ფოლკლორულ ანსამბლ „მძლეველის“ გამოსვლა. ანსამბლი „მძლეველი“ ბიალისტოკის მერის მიერ სპეციალურად იქნა მოწვეული თბილისიდან. ქართველ ბავშვთა გამოსვლამ ყველას დიდი სიამოვნება მოჰგვარა. მიღებაზე იმყოფებოდა ბიალისტოკისა და გდანსკის მთავარეპოსკოპოსი იაკობი ეპარქიის საულიერო პირებთან ერთად.
კვირას, 26 ივნისს, საზეიმო წირვა გაიმართა ქ. ბიალისტოკში, წმ. ნიკოლოზის საკათედრო ტაძარში, მსახურება ერთად აღავლინეს ბიალისტოკისა და გდანსკის მთავარეპისკოპოსმა იაკობმა და სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ. ტაძარი სავსე იყო მრევლით, წირვას ასევე ეწსრებოდნენ ქ. გორის დელეგაცია და ქ. ბიალისტოკის ადმინისტარციის წარმომადგენლები.
მართლმადიდებელი მრევლის სახელით სტუმრებს მიესალმა მეუფე იაკობი და გამოთქვა სიხარული არსებული ურთიერთობის შესაძლებლობის გამო. მიტროპოლიტმა ანდრიამ მადლობა მოახსენა მეუფე იაკობს გულთბილი მიღებისათვის, უსურვა სამწყსოს განმტკიცება და გორის დელეგაციის სახელით მას გადასცა წმ. გიორგის ხატი. წირვის შემდგომ მთავარეპისკოპოსმა იაკობმა გორის დელეგაცია მიიწვია საეპისკოპოსო სახლში. 13 სთ–ზე ბიალისტოკის მერმა ბ–ნმა თადეუშ ტრუსკოლასკიმ გაუმართა საზეიმო სადილი ქალაქში ჩამოსულ დელეგაციის წევრებს. სადილის დროს მიტროპოლიტმა ანდრიამ და ბ–ნმა გიორგი თავალავაძემ გორის დელეგაციის სახელით საჩუქრები გადასცეს ქალაქის მერს, ვიცე მერს და იქ მყოფ ადმინისტრაციის წევრებს.
27 ივნისს მიტროპოლიტი ანდრია და იღუმენი კოზმა ეწვივნენ ვარშავის სახელმწიფო უნივერსიტეტს, აქ ისინი შეხვდნენ აღმოსავლეთ ევროპის ინსტიტუტის დირექტორს, საქართველოს მეგობარს ბ–ნ იან მალიცკის, დირექტორის მოადგილეს, ქართველს ბ–ნ დავით ყოლბაიას და უნივერსიტეტის სხვა თანამშრომლებს. ვარშავის უნივერსიტეტს დღეს განსაკუთრებული ფუნქცია აკისრია საქართველოს, მისი ისტორიისა და კუტურის ევროპის სამეცნიერო წრეებისათვის გაცნობაში. ამ საქმეს დიდი მონდომებით ემსახურება ბ–ნი დავით ყოლბაია და მისი ოჯახი.
28 ივნისს, გორის დელეგაცია ესტუმრა ქ. ვარშავაში, წმ. მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის ახალ სამრევლო ტაძარს, მისი წინამძღვარი გახლავთ პოლონეთისა და საქართველოს მოქალაქე – დეკანოზი ჰენრიკ პოპროცკი. სულ ერთი თვეა, რაც ამ ახალ ტაძარში დაიდო ბინა წმ. მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის სამრევლომ. ტაძრის კეთილმოწყობაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის მხატვარ ბ–ნ მიქაელ ბოგუცკის, რომლის ძალისხმევითაც თბილისში ჩატარდა პოლონეთის კულტურის დღეებისადმი მიძღვნილი რამოდენიმე გამოფენა, შარშან ჩვენს ეპარქიაშიც ბ–ნ მიქაელ ბოგუცკის ხელმძღვანელობით მოეწყო პოლონელი მუსიკოსების საოჯახო ანსამბლის კონცერტი, მართლმადიდებლური ტაძრების არქიტექტურის გამოფენა. ბატონ მიქაელის დახმარებით ნიქოზსა და ცხინვალის ეპარქიაში ხორციელდება ბავშვთა სამხატვრო სტუდიის ფუნქციონირება.
მოგვიანებით, ტაძრის მოლოცვის შემდეგ სტუმრები და მასპინძლები ეწვივნენ ბ–ნ დავით ყოლბაიას ოჯახს. საღამოს, ქ. გორის დელეგაცია გამოემგზავრა საქართველოში.













ფოტომასალა