|

სამთავისისა და გორის ეპარქიის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სამსახური ,,გადარჩენის გზა” სხვადასხვა პრობლემების და ასაკის მქონე ბენეფიციარებს ემსახურება.
მომსახურება ითვალისწინებს ჯგუფური და ინდიდვიდუალური კონსულტირების რეჟიმში პრობლემის დაძლევის და გადალახვის მექანიზმების ტენდენციების გააქტიურებას. მოტივაციის შემთხვევაში სულიერებაზე ორიენტირებული მიდგომით ბენეფიციართა ეკლესიის წიაღთან დაკავშირებას. ბენეფიციართა ერთ-ერთი კატეგორია რემისიის (სიფხიზლის) ფაზაში მყოფი წამალდამოკიდებულები (ნარკომანები) და თანადამოკიდებულები (ოჯახის წევრები და ახლობლები) არიან.
დდაბალი თვითშეფასება, ჰიპერ და ჰიპო მზრუნველობა, შიდაპიროვნული და საომარი კონფლიქტები... ეს ის მცირე ჩამონათვალია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს წამალდამოკიდებულების პროვოცირება.
26 ივნისი ნარკომანიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.
დ დაარსების დღიდან ,,გადარჩენის გზა” ყოველთვის ეხმაურება ამ თარიღს. 2007 წლის 26 ივნისს რეგიონალური ტელეკომპანიის ეთერით თოქ-შოუს ფორმატში გავიდა გადაცემა ნარკომანიის თემაზე; თოქ-შოუს ესწრებოდნენ ეპარქიის სასულიერო პირებიც.
2008 წლის 26 ივნისს გორის კულტურისა და დასვენების პარკში მრგვალ ატრაქციონთან მოეწყო აქცია, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლო ფლიპჩარტებზე დაეფიქსირებინა საკუთარი პოზიცია ნახატის ან ნააზრევის საშუალებით ნარკომანიაზე. ააქციის ფარგლებში გაიმართა ხალხური რეწვის გამოფენა და ფოლკლორის საღამო.
2010 წლის 23 ივნისს 16.00 საათზე ნარკომანიასთან ბრძოლის კვირეულის ფარგლებში სამსახურის ,,გადარჩენის გზა” ორგანიზებით სამთავისისა და გორის ეპარქიის კულტურისა და სულიერი განათლების ცენტრის საკონფერენციო დარბაზში მოეწყო იმ ორგანიზაციებსა და სამსახურებთან შეხვედრა, რომელთაც აღნიშნული პრობლემა მეტ-ნაკლებად ეხებათ.
მრგვალი მაგიდის ფორმატში სამსახურების წარმომადგენლებმა იმსჯელეს რეგიონში არსებული მდგომარეობის შესახებ პრევენციის, მკურნალობის და რეაბილიტაციის სფეროში.
შეხვედრას ესწრებოდნენ სამთავისისა და გორის ეპარქიის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), დეკანოზი გედეონი (შალაშვილი), დეკანოზი ღვთისო (სეხნიაშვილი) ელზა პანკრატოვა-ცენტრის ,,გადარჩენის გზა” ფსიქოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი; შორენა ჭიღლაძე- (სოციალური მუშაკი ,,გადარჩენის გზა”), ნინო ბალოიანი- (ფსიქოლოგი ,,გადარჩენის გზა”), მალხაზ გოჩაშვილი- (ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს შიდა ქართლის ფილიალის უფროსი) ხათუნა კოლოტაშვილი -(შპს ,,შიდა ქართლის სამხარეო ნარკოლოგიური ცენტრის დირექტორი) ლამარა შაყულაშვილი- (ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის შიდა ქართლის კომიტეტის თავმჯდომარე), ჟანა ადუაშვილი (ძდექ-ის ცხელი ხაზის ოპერატორი), დავით კუპრაძე (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექიმი პროფილაქტიკოსი), გოგა აფციაური- (რადიო ,,თავისუფლება” ჟურნალისტი), ქეთევან ვანიშვილი- (კავშირი ,,ნაბიჯი მომავლისკენ” პროექტის თანამშრომელი), ელენე მაკარიძე (ასოციაცია ,,ფსიქეა” თავმჯდომარე), მარტა ბიბილაშვილი (საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი ,,აფხაზეთი” სოციალური მუშაკი), ნინო მეგრელიშვილი-(გორის გენდერული რესურს-ცენტრის ცხელი ხაზის ოპერატორი)
კკვირეულისავე ფარგლებში 24 ივნისს 13.00 საათზე ,,გადარჩენის გზა”-მ საზოგადოებრივი გაერთიანების ,,ბემონი” მედია-ტურს უმასპინძლა. ეეს ორგანიზაცია მრავალწლიანი გამოცდილების მქონეა წამალდამოკიდებულთა მკურნალობა-რეაბილიტაციის სფეროში.
,,ბემონის წარმომადგენლები გაეცნენ სამსახურის ,,გადარჩენის გზა” საქმიანობას; დაინტერესდნენ შექმნილი თანადგომის ქსელით, რაც გულისხმობს მოძღვრის, ფსიქოლოგის , სოცმუშაკის და თანადამოკიდებულთა ერთობლივ ძალისხმევას პრობლემის დაძლევის სფეროში. ,,ბემონის” წარმომადგენლებმა სამსახურის მიმართ ინტერესი გამოხატეს და შემდგომი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.
2010 წლის 23 ივნისის მრგვალი მაგიდის დამსწრე ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გამოთქვეს ინიციატივა ჩამოყალიბდეს სამუშაო ჯგუფი, შეიქმნას კოალიცია, რომელიც უზრუნველყოფს პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა-ორგანიზება- განხორციელებას.
2010 წლის 14 და 17 ივლისს შედგა სამუშაო შეხვედრა, სადაც კონკრეტული ღონისძიებები დაიგეგმა. ჯგუფის გადაწყვეტილებით სექტემბრის პირველ რიცხვებში მოეწყობა შეხვედრა საზოგადოების წარმომადგენელთა ფართო სპექტრთან. მათ წარედგინებათ პროგრამა, რომელიც მრავალკომპონენტიანია და ერთ-ერთ აქტივობად ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვას გულისხმობს ახალგაზრდობაში. პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში საზოგადოების მხრიდან ხელშეწყობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამგვარად, მას მიეწოდება მედია საშუალებების გზით ყველა ინფორმაცია, რაც დაკავშირებულია აღნიშნულ საქმიანობასთან.
|
|
ფოტომასალა
|