JavaScript Menu, DHTML Menu Powered By Milonic
 









28-29 იანვარს ქალაქ გორში კულტურისა და სულიერი განათლების საეპარქიო ცენტრში შედგა წმ. მღვდელმოწამის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ის სახელობის III სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენციას ყოველწლიურად ერთობლივად ატარებენ სამთავისისა და გორის ეპარქია და გორის სასწავლო უნივერსიტეტი.
წლევანდელი კონფერენციის პირველი დღის ძირითადი თემა იყო სამთავისის სამონასტრო კომპლექსის არქეოლოგიური გათხრები. 28 იანვარს კონფერენციის მუშაობა დაიწყო სამთავისის გათხრების მონახულებით. მეცნიერები და სასულიერო პირები ჩავიდნენ და მოინახულეს არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი უძველესი ბაზილიკა და მონასტრის სამეურნეო შენობა-ნაგებობები. ამის შემდეგ გორში კულტურისა და სულიერი განათლების ცენტრში დღის პირველ საათზე დაიწყო სამეცნიერო სხდომა. კონფერენცია გახსნეს და მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს მიტროპოლიტმა ანდრიამ და გორის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა ბატონმა გიორგი სოსიაშვილმა.
წლევანდელ კონფერენციაზე თემები წარმოადგინეს -

1. მიტროპოლიტმა ანდრიამ (სამთავისისა და გორის ეპარქია) - ”საქართველოში სამონაზვნო ცხოვრების ტრადიციის შესახებ, სამთავისის ტაძრის გათხრების ფონზე”.

2. მთავარეპისკოპოსმა სტეფანემ (ცაგერისა და ლენტეხის ეპარქია) - ”სასჯელი და პატიება - როგორც აღზრდის მეთოდი”.

3. გიორგი სოსიაშვილმა (გორის სასწავლო უნივერსიტეტი) რექტორმა, პროფესორმა - ”სოფელ დიცის სიძველეები და რელიგიური ცხოვრება”.

4. გიორგი მახარაძემ (საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიის დეპარტამენტი), ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა - ”არქეოლოგიური გათხრები სამთავისში”.

5. გიორგი გაგოშიძემ (კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო), ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა - ”სამთავისის სამნავიანი ბაზილიკა”.

6. დავით ბერიკაშვილმა (საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიის დეპარტამენტი), ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა - ”სამთავისის სამონასტრო კომპლექსის სამეურნეო უბანი”.

7. თამარ მესხმა (აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი), ფილოლოგიის დოქტორმა - ”სამთავისის ტაძრის ფრესკათა არაბული წარწერების წარმომავლობისათვის”.

8. მაია შაორშაძემ (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი), ისტორიის დოქტორმა - ”XVII-ე საუკუნის სამთავნელ ეპისკოპოსთა ქრონოლოგიური რიგის დაზუსტებისათვის”.

9. ნანა ბურჭულაძემ (საქართველოს ეროვნული მუზეუმი), ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა - ”იკონოსტასის ჯვარი ქვათახევის მონასტრიდან”.

10. თამარ ბაკურაძემ (საქართველოს ეროვნული მუზეუმი), რესტავრატორმა - ”ქვათახევის ჯვრის კვლევა-კონსერვაცია”.

11. ვალერი სილოგავამ (ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი), ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა - ”უცნობი წარწერები წეროს ღვთისმშობლის მიძინების ტაძრიდან”.

12. სოსო ალიმბარაშვილმა (გორის სასწავლო უნივერსიტეტი), ისტორიკოსმა - ”კათალიკოსი დომენტი IV - ქართული კულტურის მოამაგე”.

13. ვაჟა კიკნაძემ (ისტორიის ინსტიტუტი), დირექტორმა, პროფესორმა - ”ქართული ენის ფენომენი XIX საუკუნის ქართველი სამღვდელოების შემოქმედებაში”.

14. ჯემალ გამახარიამ (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭო), ისტორიის მეცნიერებათა დოქტორ-პროფესორმა - ”წმ. მღვდელმოწამე კირიონ II-ის უცნობი წერილები თბილისის ოხრანკის მასალების მიხედვით”.

15. გივი ღამბაშიძემ (გორის სასწავლო უნივერსიტეტი), საპატიო პროფესორმა - “საქართველოს ეკლესიის სამი მამამთავრის (გიორგი ეპისკოპოსის - X ს., არსენ კათალიკოსის - 955-980 წწ. და მელქისედეკ I-ის - XI ს. I ნახევარი) წარწერები თყობია - იერდას ქრისტიანული ტაძრიდან (ინგუშეთი)”.

16. ელდარ მამისთვალიშვილმა (გორის სასწავლო უნივერსიტეტი), სრულმა პროფესორმა - ”სასულიერო მოღვაწე დიპლომატები - ხუცესი ნილოსი”.

17. თამილა მგალობლიშვილმა (საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი), ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა - ”როგორ გახდა მცხეთა ახალი იერულსალიმი”.

18. გოჩა ჯაფარიძემ ისტორიის მეციერებათა დოქტორმა
”რამდენიმე ქართული ეკლესია-მონასტერი წმ. მიწაზე”.

19. ნელი მახარაძემ (გიორგი წერეთელის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი), ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა; ლია ქაროსანიძემ (არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი) ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა - ”ტერმინ კუნკულ-ბარტყულის ისტორიისათვის”.

20. მარინა ბერიძემ (არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი), ფილოლოგიის დოქტორმა - ”საქართველოს ეთნოსოციალური და ლინგვისტური სინამდვილე ქართული დიალექტური კორპუსის მიხედვით”.

21. თამილა გოგოლაძემ (გორის სასწავლო უნივერსიტეტი), სრულმა პროფესორმა - ”ქართული ეკლესიის საკითხებისათვის სოფრომ მგალობლიშვილისა და წმ. მღვდელმოწამე კირიონ II-ის საარქივო მასალების მიხედვით”.

22. მაია ბოლაშვილმა (გორის სასწავლო უნივერსიტეტი) ინგლისური ენის მასწავლებელმა; ელენე ხოჯევანიშვილმა (გორის სასწავლო უნივერსიტეტი) სრულმა პროფესორმა - ”ფსალმუნთა წიგნის ქართულ ინგლისური თარგმანები”.

23. ნინო ბუზიაშვილმა (გორის სასწავლო უნივერსიტეტი) სტუდენტმა - ”მროველი - საეკლესიო ხელისუფალი”.













ფოტომასალა