|

ქართველთ უკვდავი გენია
არის ამქვეყნად უმწიკვლო,
არის ამქვეყნად ნეტარი,
ქვეყნისთვის თავდადებული,
კლდესავით, როგორც მედგარი.
აკვანი სნოში დაირწა,
თერგით მონაბერ სიოზე,
დღესაც ლეგენდებს ჰყვებიან,
პატრიარქ, პაპის-შიოზე.
სულიერ მამად გაკურთხეს,
ბოროტებისა მგმობელი,
ერი ფიცულობს თქვენს გამჩენს,
გვიკვირს, ვინ გყავდათ მშობელი.
ქვეყნისთვის ნამოღვაწარი,
ღვთით ბოძებული მადლია,
რამდენი ბავშვი მონათლეთ,
რამდენი მოსანათლია.
წმინდა გიორგის შეწევნით,
გამთლიანდება მამული,
ვერას დაგვაკლებს სატანა,
ხართ ამის მწყურვალ-ნატრული.
ქართველი ბევრი გიმრავლოთ,
პატივს ვინაც სცემს თვის მშობელს,
გაბრწყინდეს ჩვენი ქვეყანა,
შესთხოვთ მარიამ ღვთისმშობელს.
მრევლით ღარიბი იყავით,
ახლა გყავთ იგი ურიცხვი,
ოცდაცამეტი წელია,
რაც ეკლესიას წინ უძღვი.
ურწმუნო ბევრი გამოჩნდა,
ამ ქვეყნად თქვენი მოდავე,
ვერაფერი ვერ დაგაკლეს,
ღმერთი გფარველობთ მოწყალე.
ურწმუნოთათვის ძიება,
დღედაღამ არის განძების,
თქვენ მოევლინეთ სამშობლოს,
აღმშენებელი ტაძრების.
დაუფარავად ერთს იტყვით,
როცა დატოვებთ ანდერძსა,
ფეხებქვეშ მიწა ეწოდეს,
მოღალატესა ქართველსა.
სამოცდათვრამეტს გილოცავთ,
მოგცეს ადამის დღენია,
კი არ შეგარქვეს, მართლაც ხართ,
ქართველთ უკვდავი გენია.
თემურ ხაჩიური
7.01.2011 წელი.
|
|
|