JavaScript Menu, DHTML Menu Powered By Milonic
 






ქრონიკა


24 დეკემბერს, სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ, კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალაში, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში, გადიხადა ყოველთა ქართველთა წმინდანთა სავედრებელი პარაკლისი. სავედრებელი ლოცვის დროს, როგორც წმინდანები პირველად იქნენ მოხსენებულნი მღვდელმოწამენი - ანდრია და პეტრე, და წმ. აღმსარებელნი - ეპისკოპოსი სტეფანე, ფილიმონ და პოლიევქტოს კარბელაშვილები. ეს წმინდანები სოფელ ქვემო ჭალის მკვიდრნი არიან.
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში მიმდინარეობს რესტავრაცია, რესტავრაციას სათავეში უდგას კარბელაშვილების შთამომავალი ბ-ნი გიორგი კარბელაშვილი. პარაკლისის შემდგომ, ბ-ნმა გიორგიმ მეუფე ანდრია და მისი თანმხლები პირები მიიწვია კარბელაშვილების ძველი სახლის დასათვალირებლად.
პრაკლისის დროს გალობდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის გორის საკათედრო ტაძრის ვაჟთა გუნდი.

20 დეკემბერს შედგა საქართველოს ეკლესიის წმ. სინოდის სხდომა, სხდომას თავმჯდომარეობდა უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II. სინოდის სხდომაზე განხილულ იქნა რამოდენიმე საკითხი:
სრულიად მიუღებელი ფაქტები ცილისწამებისა - საქართველოს ეკლესიასა და სასულიერო პირებზე;
საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული სასწავლო დაწესებულებების ფუნქციონირების შესახებ;
როგორ დაეხმაროს ეკლესია ხელისუფლებასა და გლეხობას სოფლის მეურნეობის აღორძინების საქმეში;
წმინდა სინოდმა იმსჯელა ახალი ტიპის პირადობის მოწმობების შესახებ;
ყურადღება გაამახვილა იმ სამწუხარო ფაქტებზე, თუ როგორ პროპაგანდას უწევს მასმედიის საშულებები უზნეობასა და აღვირახსნილობას, რაც ღვთის წინაშე დიდ ცოდვას წარმოადგენს და ძალზე საშიშია ადამიანის ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობისათვის;
შემდეგი საკითხი ძალზე სასიხარულო და მნიშვნელოვანი არის ჩვენი ეპარქიისათვის, წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, საქართველოს ეკლესიის წმინდანთა დასში შერაცხულ იქნა ეპისკოპოსი სტეფანე, დეკანოზები - პოლიევქტოსი და ანდრია, მღვდლები - ფილიმონი და პეტრე კარბელაშვილები. მათ ეწოდათ: წმ. მღვდელმოწამეები - ანდრია და პეტრე და წმ. აღმსარებელნი ეპისკოპოსი სტეფანე, ფილიმონი და პოლიევქტოსი.
ძმები კარბელაშვილების ღვაწლი დიდია საქართველოს ეკლესიისა და ერის წინაშე, მათ გადაარჩინეს არაერთი მნიშვნელოვანი სამწერლობო ძეგლი, გამოსცეს და გააცნეს ისინი საზოგადოებას, აღზარდეს სასულიერო პირთა და საზოგადო მოღვაწეთა არაერთი თაობა. მათ მიერ გადარჩენილია უძველესი ქართული გალობის აღმოსავლური კილოს 2000-ზე მეტი ნიმუში.
კარბელაშვილების ოჯახი არის კასპის რაიონის სოფელ ქვემოჭალიდან, მათი მამა გრიგოლი და ერთ-ერთი ძმა პეტრე სამღვდელო მსახურებას აღასრულებდნენ სოფლებში - სამთავისში, ქვემოჭლაში, მუხრანში.
მოწამეობრივი აღსასრული, უღვთო ბოლშევიკური მთავრობის ხელიდან - დეკანოზმა ანდრიამ და მღვდელმა პეტრემ ჰპოვეს ტირიფონის ველზე სხვა უდანაშაოლოდ დახვრეტილ ადამიანებთან ერთად. ასევე, საქართველოს ეკლესიისა და ერის წინაშე დიდი დამსახურებისა და აღმსარებლობითი ცხოვრების გამო, წმინდანთა დასში შერაცხილ იქნა ფილიმონ ქორიძე და მას ეწოდა წმ. ფილიმონ მგალობელი - ერისათვის თავდადებული.

18 დეკემბერს, ღირსისა და ღმერთშემოსილისა მამისა ჩვენისა საბა განწმედილის ხსენების დღეს სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ წმინდა ლიტურგია აღასრულა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის გორის საკათედრო ტაძარში. ამ დღეს დიაკონი გიორგი კოკოშვილი ხელდასხმულ იქნა მღვდლად.

13 დეკემბერს, წმ. მოციქულის ანდრია პირველწოდებულის, წმ. მეფე ვახტანგ გორგასლის, და საქართველოს ეკლესიის პირველი მამათმთავრების - პეტრე I და სამოელ I-ის ხსენების დღეს, სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ საზეიმო მსახურება შეასრულა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის გორის საკათედრო ტაძარში. ეს დღე არის მეუფე ანდრიას მფარველი ანგელოზის დღესასწაული. თავისი მღვდელმთავრის მისალოცად ლიტურგიაზე შეიკრიბა ეპარქიის სასულიერო დასი და მრევლი. სადღესასწაულო ლიტურგიაზე მიტროპოლიტმა ანდრიამ დიაკონ სოლომონ ბაბიაშვილს დაასხა ხელი მღვდლად. ასევე დეკანოზი კირილე ხულორდავა დაჯილდოებულ იქნა მიტრის ტარების უფლებით. სასულიერო დასმა და მრევლმა მიულოცეს ანგელოზის დღე თავიანთ მღვდელმთავარს. წირვის შემდეგ მეუფე ანდრიამ სამღვდელოებასთან ერთად მოინახულა ქ. კასპში წმ. მეფე ვახტანგ გოგრასლის მშენებარე საკათედრო ტაძარი, სადაც გადახდილ იქნა წმ. მეფის სავედრებელი პარაკლისი.

11 დეკემბერს სამთვისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ საკვირაო მსახურება შეასრულა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის გორის საკათედრო ტაძარში. ლიტურგიის საგალობლებს ასრულებდა ღირსი მამა დავით გარეჯელის მთაწმინდის მონასტრის მგალობელთა გუნდი - ლოტბარ მალხაზ ერქვანიძის ხელმძღვანელობით. ეს გუნდი ბევრს იღწვის ქართული ტრადიციული საეკლესიო გალობის შესწავლისა და აღორძინებისათვის. ამჟამად, საპატრიარქოს სამგალობლო ცენტრის ხელშეწყობით, მგალობელ ვაჟთა გუნდი მოგზაურობს საქართველოს ეკლესიის ეპარქიებში, მონაწილეობას იღებს ღვთის მსახურებაში, აწყობს საჩვენებელ გამოსვლებს და ასეთი სახით აცნობს ჩვენს მოქალაქეებს ქართული ტრადიციული გალობის სხვადასხვა მშვენიერ ნიმუშებს.

4 დეკემბერს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე, სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ საზეიმო მსახურება შეასრულა ღვთისმშობლის შობის გორის საკათედრო ტაძარში სამღვდელოებასთან ერთად. ამ დღეს გაიმართა წმ. მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საზეიმო საღამო.

26 ნოემბერს, კვირას, სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ საღვთო ლიტურგია აღასრულა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის გორის საკთედრო ტაძარში.

17 ნოემბერს, სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ მოინახულა სოფელ მეჯვრისხევის წმინდა გიორგის უსანეთის ტაძრის მშენებლობა, შეხვდა არქიტექტორებს და მშენებელ ინჟინრებს. ამ მნიშვნელოვანი ტაძრის აღდგენა მიმდინარეობს ბატონ ვაჟა უსანეთაშვილის თანადგომით და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით.

13 ნოემბერს ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიაში, ჩატარდა გალობის საღამო. საღამოს სამთავისისა და გორის მიტროპოლიტ ანდრიას ლოცვა-კურთხევით ორგანიზატორობდა ეპარქიის გალობის ცენტრი, რომელსაც ხელმძღვანელობს ზურაბ წკრიალაშვილი.
საღამოში მონაწილეობა მიიღეს ჩვენი ეპარქიის ტაძრების მგალობელთა გუნდებმა - ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის გორის საკათედრო ტაძრის ვაჟთა და გოგონათა გუნდმა, გორის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების ტაძრის გოგონათა გუნდმა, ყოვლადწმიდა სამების, წმინდა ნიკოლოზის, წმინდა ნინოს გუნდებმა, გალობის საღამოში მონაწილეობა მიიღეს აგრეთვე კასპის წმინდა თეოდორე ტირონის მგალობელთა გუნდმა, სოფელ კარალეთის, სოფელ სობისისა და სოფელ ვარიანის ტაძრების მგალობელთა გუნდებმა, აგრეთვე გორის ახალგაზრდული ცენტრის მგალობელთა ჯგუფმა და ეპარქიის კულტურისა და სულიერი განათლების ცენტრის ქართული გალობის შესწავლის ვაჟთა და გოგონათა ჯგუფებმა.
ჩვენს ეპარქიაში ქართული გალობის შესწავლის საქმეს ხელმძღვანელობს რამდენიმე ლოტბარი: ზურაბ წკრიალაშვილი, ლელა მერაბაშვილი, ქეთევან გიუნაშვილი, ეკატერინე ყაზარაშვილი. გუნდებმა შეასრულეს სხვადასხვა საეკლესიო საგალობელი. სასიმღერო პროგრამის დასრულების შემდგომ ნაჩვენები იქნა ნანა ჯანელიძის დოკუმენტური ფილმი - "გალობის რაინდები", რომელშიც მოთხობილია უნიკალური ქართული გალობის გადარჩენის საქმის შესახებ.

13 ნოემბერს, საკვირაო მსახურება აღასრულა სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის გორის საკათედრო ტაძარში.

4 ნოემბერს, სამთავისისა და გორის მიტროპოლიტ ანდრიას ლოცვა-კურთხევით, კულტურისა და სულიერი განათლების ცენტრში ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მიძღვნილი იყო საეკლესიო ნაქარგობის ტრადიციაზე საქართველოში.

ნოემბერს, კულტურისა და სულიერი განათლების ცენტრში გაიმართა სამთავისისა და გორის ეპარქიის სამღვდელოების კრება. კრებას თავმჯდომარეობდა სამთავისისა და გორის მიტროპოლიტი ანდრია.
კრებამ შეაჯამა 2011 წლის მუშაობის შედეგები და განიხილა შემდეგი საკითხები: 2012 წელში განსახორციელებელი ძირითადი საკითხები; სოფლის სამღვდელოების დახმარება; საეკლესიო საიდუმლოებების შესრულების წესი; ეპარქიის სამღვდელოების მიერ ლექციების წაკითხვა მრევლისათვის.

30 ოქტომბერს აღინიშნა ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სასწავლებლის აღდგენა-განახლების ხუთი წლისთავი.

27 ოქტომბერს სოფელ ვარიანში აღინიშნება იაკობობა - ჩვენი დიდი მემამულის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე. იაკობ გოგებაშვილი დაიბადა და აღიზარდა სოფელ ვარიანში, სწავლობდა გორის სასულიერო სასწავლებელში. იგი მთელი ცხოვრების მანძილზე ზრუნავდა თავისი კუთხის და სოფლის სიკეთეზე. მის მიერ სოფლის სკოლისთვის გადაცემული იყო საკუთარი სახლი, სადაც ამჟამად იაკობ გოგებაშვილის მუზეუმია განთავსებული.
იაკობობას, სამთავისისა და გორის მიტროპოლიტი ანდრია, ეპარქიის სასულიერო დასთან ერთად, ყოველთვის სტუმრობს სოფელ ვარიანს, წელსაც მეუფე ანდრიამ და ეპარქიის სამღვდელოებამ: დეკანოზებმა - ნოდარიმ (ბერიაშვილი), ალექსანდრემ (დარახველიძე), იოანემ (კალატოზიშვილი), ღვთისომ (სეხნიაშვილი), მღვდლებმა - იოანემ (ცეცხლაძე), თადეოზმა (ქებაძე) - ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის წინამძღვარი სოფელ ვარიანში, იაკობმა (გეჯაძე), გიორგიმ (იასეშვილი), გრიგოლმა (მჭედლიშვილი), ზაზამ (სოსიაშვილი), გაბრიელმა (კერესელიძე), გიორგიმ (გოცირიძე), ლუკამ (კარელიძე), დავითმა (ყურაშვილი), დიაკვანებმა - გიორგიმ (კარელიძე), იაკობმა (აბულაძე), ირაკლიმ (ცუცქირიძე) გადაიხადეს პარაკლისი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში. პარაკლისის შემდეგ მეუფე ანდრიამ მოინახულა იაკობ გოგებაშვილის მუზეუმი, მიულოცა თანამშრომლებს ეს დღესასწაული, ისაუბრა იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის არსებობის მნიშვნელობაზე ჩვენი ახალგაზრდობის აღზრდის საქმეში.

20 / IX ( 3 / X) წმ. დიდმოწამე ევსტათი პლაკიდას დღესასწაულზე სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ საზეიმო მსახურება აღავლინა ერთაწმინდის ტაძარში, სოფელ ერთაწმინდაში.

2 ოქტომბერს, საკვირაო მსახურებაზე, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის გორის საკათედრო ტაძარში სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ ხელი დაასხა დიაკონად იპოდიაკონ გიორგი კალანდიას, რომელიც მომავალში იმსახურებს მცხეთა-თბილისის ეპარქიაში.

14/27 სექტემბერს, წმ. მართლმადიდებელი ეკლესია ზეიმობს ჯვართამაღლების დღესასწაულს და მიცვალებას წმიდისა მამისა ჩვენისა იონე ოქროპირისა. ეს დღე საქართველოს უახლოეს ისტორიაში დაკავშირებულია სოხუმის დაცემასთან და ქართველი მოსახლეობის გამოდევნასთან აფხაზეთიდან. მრავალი ათასი ადამიანი და არა მარტო ქართველი, არამედ სხვა ეროვნებისაც, დღესაც იმყოფება თავისი სახლ-კარის გარეშე.
სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ საღვთო მსახურება სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა გორის საკათედრო ტაძარში. წირვის დასასრულს გადახდილ იქნა პანაშვიდი სამშობლოსათვის თავდადებულ ადამიანთა სულის მოსახსენებლად. ასევე ამ დღეს, 13 სთ-ზე, ქ. გორში, სამაჩაბლოდან დევნილთა დასახლებაში, გაიხსნა ძმები - გიორგი და გელა რომელაშვილების მემორიალი. ძმები - რომელაშვილები ცხინვალის მკვიდრნი, დაიღუპნენ 2008 წლის საომარი მოქმედებების დროს ქალაქ ცხინვალში. მემორიალის გახსნას დაესწრნენ მათი მშობლები - ბ-ნი მურაზი და ქ-ნი ნანა რომელაშვილები, ოჯახის წევრები, პრეზიდენტის რწმუნებული შიდა ქართლში ბ-ნი გიორგი ტატიშვილი, გუბერნატორის მოადგილე ბ-ნი ზურაბ ჩხეიძე, გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბ-ნი დავით ხმიადაშვილი, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ძმები რომელაშვილების თანამებრძოლები და დევნილები სამაჩაბლოდან.
15 სთ-ზე კულტურისა და სულიერი განათლების ცენტრში გაიმართა მიტროპოლიტ ანდრიას და ეპარქიის სამღვდელოების შეხვედრა აფხაზეთის ომის ვეტერანებთან. 1992-93 წლების საომარ მოქმედებებში გორისა და კასპის ბევრმა მკვიდრმა მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან 100-ზე მეტი ადამიანი შეეწირა საქართველოს მთლიანობას. შეხვედრაზე შეკრებილებმა პატივი მიაგეს დეაღუპულთა ხსოვნას და ერთხმად ითქვა, რომ მიუხედავად ორმხრივი ტკივილისა ქართველებისა და აფხზებისა თუ ოსებისა, აუცილებელია რომ ვეძიებდეთ ერთმანეთთან შერიგების გზებს მომავალი მშვიდობიანი თანაცხოვრებისა.
შეხვედრის ბოლოს მიტროპოლიტმა ანდრიამ ვეტერანებს სამახსოვროდ გადასცა წმ. სახარება და ხატები.

25 სექტემბერს, საკვირაო მსახურება ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის გორის საკათედრო ტაძარში შესრულდა სამთავისისა და გორის მიტროპოლიტ ანდრიას მიერ.

კვიპროსის ეკლესიის მეთაურის - მთავარეპისკოპოს ახლისა იუსტინიანისა და სრულიად კვიპროსისა უნეტარესი ქრიზოსტომოს II-ის სტუმრობა სამთავისისა და გორის ეპარქიაში.

8/IX (21/IX) სექტემბერს, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს. ქ. გორის საკათედრო ტაძარში, რომელიც შობის სახელობისაა, საზეიმო მსახურება დაიწყო 8 სთ-ზე. წმ. ლიტურგიას უძღვებოდა სამთავისისა და გორის მიტროპოლიტი ანდრია, მასთან ერთად მსახურობდნენ დეკანოზები: კირილე (ხულორდავა), გიორგი (გაბლიშვილი), თევდორე (სულუაშვილი), მღვდელი დავითი (ყურაშვილი), დიაკვნები: გიორგი (კარელიძე), გიორგი (კოკოშვილი), იაკობი (აბულაძე) და ბორისი (ნიჩიპეროვიჩი). ამ დღეს მიტროპოლიტმა ანდრიამ დიაკონად ხელი დაასხა კერძო დიაკონ ირაკლი ცუცქირიძეს.
წმ. ლიტურგია დასრულდა საზეიმო ლიტანიობით.

18 სექტემბერს, სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ საკვირაო მსახურება აღასრულა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის გორის საკათედრო ტაძარში.

15 სექტემბერს დარიალის ხეობაში მოხდა მნიშვნელოვანი მოვლენა - საქართველოს საზღვართან გაიხსნა წმ. მთავარანგელოზთა მონასტერი. მთავარი ტაძრის კურთხევა 14 სექტემბერს შეასრულა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ, ხოლო მეორე დღეს საზეიმო წირვა აღასრულა სრულიად სქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-ემ წმ. სინოდის მღვდელმთავრებთან ერთად. მონასტრის საზეიმო გახსნას დაესწრნენ: საქართველოს პრეზიდენტი ბატონი მიქაელ სააკაშვილი, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები, მორწმუნე მრევლი სხვადასხვა ეპარქიებიდან, უცხოელი სტუმრები. დარიალის ხეობაში სუფევდა საერთო სიხარული და ამაღლებული განწყობა.

1/14 სექტემბერი არის ინდიქტიონის საეკლესიო (ახალი წელი) და სასწავლო წლის დასაწყისი. დილით ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სასწავლებელში შეიკრიბნენ მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები.
9 სთ-ზე, სწავლის დაწყების წინ ჩატარდა საზეიმო პარაკლისი, რომელიც გადაიხადა სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ დეკანოზ იოანე ცხვირაშვილთან, დიაკონ გიორგი კარელიძესთან და დიაკონ ბორის ნიჩიპეროვიჩთან ერთად. მეუფე ანდრიამ მიულოცა გიმნაზიის მასწავლებლებს, მოსწავლეებს და მათ მშობლებს სასწავლო წლის დასაწყისი. მან საკლასო ოთახებში მოინახულა პირველკლასელები და დალოცა ისინი.

13 სექტემბერს, სამთავისისა და გორის ეპარქიას ესტუმრნენ ნიქოზის ანიმაციურ ფილმთა საერთაშორისო ფესტივალის წევრები. ეს ფესტივალი წელს პირველად ტარდება ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ ისაიას და შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ერთობლივი ძალისხმევით. ფესტივალის მონაწილენი არიან ანიმატორები საქართველოდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, პოლონეთიდან, რუსეთიდან და ბელორუსიიდან.
ფესტივალის საზეიმო გახსნა მოხდა 12 სექტემბერს სოფელ ნიქოზში X ს-ის საეპისკოპოსო სასახლეში. გახსნას ესწრებოდნენ აშშ-ს და პოლონეთის ელჩები, საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებული შიდა ქართლში ბატონი ზურაბ არსოშვილი.
საინტერესოა რომ, ფესტივალს სტუმრობდა ამერიკის ალიასკის შტატის წმ. ინოკენტის აკადემიის მგალობელთა გუნდის 41 წევრი დეკანოზ პაისისთან ერთად. სტუმრები ეწვივნენ გორის საკათედრო ტაძარს, კულტურისა და სულიერი განათლების ცენტრს, გორის ციხეს, მოინახულეს ჩვენი ქალაქის ღირსშესანიშნავი ადგილები.
ფესტივალი გაგრძელდება 18 სექტემბრამდე. ანიმაციურ ფილმთა ჩვენება მიმდინარეობს ქ. გორის კულტურის ცენტრში.

29/VII (11/IX) წმ. მართლმადიდებელი ეკლესია იხსენებს თავისკვეთას პატიოსნისა დიდებულისა წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესი. ამ დღეს სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ საღვთო მსახურება შეასრულა ყოვლადწმიდა ღვსთისმშობლის შობის გორის საკათედრო ტაძარში.

16/29 აგვისტოს, მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის დღესასწაულზე, სამთავისისა და გორის ეპარქიის სამღვდელოება იმყოფებოდა მარტყოფისა და გარდაბნის ეპარქიის, ღირსი ანტონ მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტერში. მიტროპოლიტმა ანდრიამ ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად გადაიხადა ხელთუქმნელი ხატის სადიდებელი პარაკლისი. მიულოცა დღესასწაული მარტყოფისა და გარდაბნის ეპისკოპოსს იაკობს, მონასტრის წინამძღვარ არქიმანდრიტ ბენიამინს, მონასტრის საძმოს და იქ შეკრებილ მრევლს.

15/28 აგვისტოს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე, სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ საზეიმო მსახურება შეასრულა ატენის სიონის ისტორიულ მონასტერში. ამ დღეს მრავალი ადამიანი მოდის ამ დიდი სიწმინდის მოსალოცად. სასიხარულოა, რომ ამჟამად მიმდინარეობს ატენის სიონის ტაძრის და მონასტრის სარეაბილიტაციო საკითხებზე მუშაობა.

6/VIII (19/VIII) აგვისტოს, წმ. მართლმადიდებელი ეკლესია ზეიმობს თაბორის მთაზე დიდებით ფერისცვალებას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ამ დღეს მიტროპოლიტმა ანდრიამ სადღესასწაულო მსახურება აღასრულა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის გორის საკათედრო ტაძარში, სამღვდელოებასთან ერთად. წირვაში მონაწილეობას ღებულობდა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მღვდელმსახური, საფრანგეთში მცხოვრები მღვდელი იოანე სონიეღი, რომელიც მსახურობს ბრეტანის ოლქში, ქალაქ სენ–ბრიონში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძარში. მისი მეუღლე ძველი ქართველი ემიგრანტების შთამომავალია, მამა იოანე ეხმარება უცხოეთში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს.
ასევე, ამ დღეს სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ შეასრულა ფერისცვალების ტაძრის ადგილის კურთხევა ქ. გორში, სადგურის დასახლებაში. ამ დასახლებაში არ არის ტაძარი, მოსახლეობის თხოვნით და მათივე ძალისხმევით საფუძველი ჩაეყარა ტაძრის მშენებლობის საქმეს.

14 აგვისტოს, კვირას, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის გორის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგია აღასრულა სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ. ამ დღს მოხდა ხელდასხმა კერძო დიაკონ ბორისისა (ნიჩიპეროვიჩი) დიაკონად. წირვის შემდგომ მიტროპოლიტმა ანდრიამ ქადაგებით მიმართა მრევლს, ასევე დალოცა გორის საფეხბურთო გუნდის "გორის დილას" ხელმძღვანელობა და ფეხბურთელები.

2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს, გორის სამხედრო ჰოსპიტალის დაბომბვისას დაიღუპა ექიმი გიორგი აბრამიშვილი. 11 აგვისტოს, ქ. გორში მდებარე სამხედრო ჰოსპიტალმა საქართველოს მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ მედიკოსთა ხსოვნის აღსანიშნავად აღმართა მემორიალი.
11 აგვისტოს, ხუთშაბათს, მიტროპოლიტმა ანდრიამ მღვდელ თადეოზთან და ეპარქიის მთავარდიაკონ გიორგი კარელიძესთან ერთად გადაიხადა დაღუპულ მედიკოსთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი, რომელსაც დაესწრნენ: ჰოსპიტალის მთავარი ექიმი ბ–ნი თამაზ გვასალია, ექიმები და თანამშრომლები.

8 აგვისტოს, დილის 9 სთ–ზე დაიწყო საღვთო ლიტურგია გორის საკათედრო ტაძარში. საქართველოს მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა მოსახსენებელი მსახურება აღასრულა სამთავისისა და გორის მიტრპოლიტმა ანდრიამ ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად.
დღის 12 სთ–ზე გორის ციხესთან მდებარე გმირთა მემორიალთან გადახდილ იქნა პანაშვიდი, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი ბ–ნი გიგი წერეთელი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბ–ნი ანდრია ურუშაძე, საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებული შიდა ქართლში ბ–ნი ზურაბ არსოშვილი, ხელისუფლების სხვა წევრები და გორის მოქალაქეები. პანაშვიდი გადაიხადეს სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ და ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტმა ისაიამ. პანაშვიდის დასრულების შემდეგ ყვავილებით შეამკეს ქვის სტელა, რომელიც აღიმართა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა მოსახსენებლად. დღის 3 სთ–ზე, სოფელ შინდისში, საქართველოს შეიარაღებული ძალების II–ბრიგადის მებრძოლთა გმირულად დაღუპვის ადგილას, გაიმართა მათი მოსახსენებელი შეკრება. გორის უნივერსიტეტის ინიციატივით ამ ადგილას აღიმართა წარწერიანი ჯვარი. ქართველ ჯარისკაცთა მოსახსენებელ შეკრებას ესწრებოდნენ სამთავისისა და გორის მიტროპოლიტი ანდრია და ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ისაია, საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებული შიდა ქართლში ბ–ნი ზურაბ არსოშვილი, გორის უნივერსიტეტის რექტორი ბ–ნი გიორგი სოსიაშვილი, ამავე უნივერსიტეტის მასწავლებლები და სტუდენტები, სოფელ შინდისის მაცხოვრებლები და ჩამოსული სტუმრები.
მიტროპოლიტებმა ანდრიამ და ისაიამ სიტყვით მიმართეს შეკრებილ ადამიანებს. საღამოს 6 სთ–ზე გორის სახელმწიფო თეატრში გაიმართა ბ–ნ გიორგი სოსიაშვილის ნაწარმოების მიხედვით დადგმული პიესა "ცხელი აგვისტო", საღამოს, ქ. გორის მთავარ მოედანზე, მოეწყო 2008 წლის აგვისტოს მოვლენების ამსახველი ფოტო–გამოფენა და კინოფილმის "აგვისტო 5 დღე" ჩვენება, რომელსაც ქ. გორის მოსახლეობასთან ერთად დაესწრნენ სასულიერო პირები და ხელისუფლების წარმომადგენლები.

7 აგვისტოს, საკვირაო მსახურება ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის გორის საკათედრო ტაძარში აღავლინა სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ.

31 ივლისს, კვირას, სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ საღვთო ლიტურგია აღასრულა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის გორის საკთედრო ტაძარში.

27 ივლისს, სამთავისისა და გორის ეპარქიის კულტურისა და სულიერი განათლების ცენტრში ჩატარდა საინფორმაციო კურსი მოძღვრებისთვის. შეხვედრას მასპინძლობდა ეპარქიის ფსიქოლოგიური სამსახური ,,გადარჩენის გზა”. სამსახური უზრუნველყოფს ფსიქიკური პრობლემების მქონე ბენეფიციართა ფსიქოკორექციულ ინტერვენციას, მათ შორის რემისიის ფაზაში მყოფ ნარკოდამოკიდებულთა და თანადამოკიდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციას. სამსახურს დაარსების დღიდან აქვს ურთიერთობა იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც ნარკოდამოკიდებულებისა და თანადამოკიდებულების პრევენცია-რეაბილიტაციის საკითხებზე მუშაობს.
ზიანის შემცირების ქსელის მიერ შემოთავაზებული პროგრამა ითვალისწინებდა შემდეგ საკითხებს: ნარკოტიკების პრობლემური მოხმარების მიზეზები და ეფექტები; ნარკოსცენა საქართველოში და სამიზნე რეგიონებში. აივ/შიდსი და სხვა სისხლით და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები; არსებული მიდგომები ნარკოტიკების მოხმარების პრობლემის მიმართ; მათ შორის მართლმადიდებლური მიდგომა ნარკოდამოკიდებულებისა და აივ/შიდსის მიმართ. არსებული სერვისები, რეფერირიება; სასულიერო პირების როლი აღნიშნული პრობლემის მოგვარების საკითხში.
საინფორმაციო შეხვედრას უძღვებოდნენ ზიანის შემცირების ქსელის წევრი ორგანიზაციის (ქალთა კლუბი ,,პეონი” და ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი) წარმომადგენლები მანანა სოლოღაშვილი და მანანა ფურცხვანიძე.

26 ივლისს, ქ. გორში, კულტურისა და სულიერი განათლების ცენტრში შედგა სამთავისისა და გორის ეპარქიის სამღვდელოების კრება. კრებას უძღვებოდა სამთავისისა და გორის მიტროპოლიტი ანდრია. განხილულ იქნა რამოდენიმე საკითხი: ტაძრების მოწესრიგება, სამრევლო სკოლების მუშაობა, სოფლების დალოცვა, იყო საუბრები თვითმკვლელობის პრობლემებზე. ასევე მიტროპოლიტმა ანდრიამ ეპარქიის სამღვდელოებას მისცა განმარტებები წმ. სინოდის ბოლო განჩინებასთან, საქართველოს პარლამენტის მიერ რელიგიათა შესახებ კანონთან დაკავშირებით: „სამწუხაროა, რომ ბოლო დროს გავრცელდა მრავალი ჭორი და ცილისწამება პატრიარქზე და წმ. სინოდის წევრებზე. დასამალი არაფერია და მე მსურს, რომ თქვენ მისცეთ განმარტებები მრევლს ამ საკითხთან დაკავშირებით, რათა შეწყდეს ჭორი და ცილისწამება, და შფოთი არ ინერგებოდეს მორწმუნე ერის სულში“ – ამ სიტყვებით მიმართა მიტროპოლიტმა ანდრიამ ეპარქიის სამღვდელოებას.

25 ივლისს, ორშაბათს, სამთავისისა და გორის მიტროპოლიტი ანდრია ეწვია სოფელ ჯარიაშენს, რომელიც არის განაპირა სოფელი კონფლიქტის ზონაში. ამ დღეს სოფლის მოსახლეობა აღნიშნავს წმ. დიდმოწამე გიორგის ტაძრის ენკენიას.
მიტროპოლიტმა ანდრიამ ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად შეასრულა წმ. დიდმოწამე გიორგის პარაკლისი. პარაკლისის შემდგომ აკურთხა ჯვარი, რომელიც აღმართულ იქნა სასაფლაოს ტერიტორიაზე სოფლის მოძღვრის – გედეონ შალაშვილისა და ამავე სოფლის მოსახლეობის ძალისხმევით.
მიტროპოლიტმა ანდრიამ ქადაგებაში დალოცა და გაამხნევა სოფლის მეოსახლეობა და იმედი გამოთქვა, რომ მალე, ღვთის მადლით აღდგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა.
ამავე დღეს მიტროპოლიტმა ანდრიამ მოინახულა სოფელ მეჯვრისხევის წმ. გიორგის (უსანეთის) ტაძარი, სადაც მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

24 ივლისს, სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ საკვირაო მსახურება აღავლინა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის გორის საკთედრო ტაძარში. ამ დღეს შესრულდა ორი ხელდასხმა: დიაკონი დავით ყურაშვილი ხელდასხმულ იქნა მღვდლად და კერძო დიაკონი დავით ბეროძე – იერო დიაკონად.

18 ივლისს, 1 სთ–ზე, სამთავისის სამონასტრო კომპლექსში შედგა შეხვედრა არქიტექტორთა ჯგუფთან, რომლებიც მუშაობენ სამთავისის სამონასტრო კომპლექსის რესტავრაცია–განვითარებაზე.

18 ივლისს, სოფელ ხურვალეთში შესრულდა წმ. დიდმოწამე ბარბარეს ტაძრის საძირკვლის კურთხევა. კურთხევა შეასრულა მიტროპოლიტმა ანდრიამ დეკანოზ ღვთისოს და ეპარქიის მთავარ დიაკონ გიორგის თანამწირველობით. კურთხევას ესწრებოდნენ სოფელ ხურვალეთის მკვიდრნი. ტაძარი შენდება სოფლის მოსახლეობის ძალისხმევით. ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც ტაძრის აღშენებაში ღებულობს მონაწილეობას.

17 ივლისს–კვირას, სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ საკვირაო მსახურება აღასრულა ყოვლადწმიდა ღვთსმშობლის შობის გორის საკათედრო ტაძარში.

16 ივლისს ხუთი წელი შესრულდა სქეიღუმენია სერაფიმას გარდაცვალებიდან. ამ დღეს ქ. მცხეთაში, ფერისცვალების სამთავროს დედათა მონასტერში, სქეიღუმენია სერაფიმას საფლავთან შეიკრიბნენ ადამიანები, რომლებიც წლების მანძილზე იცნობდნენ მას. აქ იყვნენ ქართველები, უკრაინელები, რუსები, სტუმრად იმყოფებოდნენ გუსტინის (უკრაინა) დედათა მონასტრის წევრები. პანაშვიდი შეასრულა სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა ურთიერთობა სქეარქიმანდრიტ ვიტალისთან და სქეიღუმენია სერაფიმასთან.

14 ივლისს, მიტროპოლიტმა ანდრიამ სოფელ სამთავისში მოინახულა ამაღლების სამონასტრო კომპლექსი, სადაც ამჟამად მუშაობს მშენებლ–რესტავრატორთა ჯგუფი ტაძრის სახურავის კეთილმოწყობაზე და ფასადის დაზიანებული ქვების შეცვლაზე.

29/VI (12/VII) ივლისს, წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა თავთა მოციქულთა პეტრესი და პავლეს ხსენების დღეს, სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ სადღესასწაულო მსახურება აღასრულა ყოვლაწმიდა ღვთისმშობლის შობის გორის საკათედრო ტაძარში.

11 ივლისს, ყოვლაწმიდა ღვთისმშობლის შობის გორის საკათედრო ტაძარში ჩატარდა პარაკლისი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II–ის კურთხევით ერის მშვიდობისა და ერთობისათვის.
გორის საკათედრო ტაძარში პარაკლისი დაიწყო დღის 13 სთ–ზე. მონაწილეობდნენ ეპარქიის სამღვდელოება, რეგიონის ხელმძღვანელობა და ეპარქიის მრევლი.

3 ივლისს, კვირა დღეს, სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ საღვთო ლიტურგია შეასრულა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის გორის საკათედრო ტაძარში.

2 ივლისს დღის 11 სთ–ზე ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიაში ჩატარდა პედაგოგიური საბჭოს კრება, რომელმაც შეაფასა სასწავლო წლის შედეგები, იმსჯელა სამომავლო გეგმებზე, დაასახელა წარჩინებული მოსწავლეები და გამოარჩია რამოდენიმე მასწავლებლის მოღვაწეობა, რომელთაც გადაეცად საპატიო სიგელები.
პედაგოგიური სამჭოს კრების შემდეგ გაიმართა წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოება.

30 ივნისს, საღამოს 18 სთ–ზე სამთავისისა და გორის ეპარქიის კულტურისა და სულიერი განათლების ცენტრში გაიმართა საქართველოს თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის ბ–ნ გიორგი კალანდიას, ფერეიდნელი ქართველის ბ–ნ თორნიკე ფანიაშვილის და გორის საზოგადოების შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ მიტროპოლიტი ანდრია, პრეზიდენტის რწმუნებული შიდა ქართლში ბ–ნი ზურაბ არსოშვილი, მწერალი ბ–ნ ვანო ჩხიკვაძე, გორის ქალთა გუნდის დირექტორი ბ–ნი ალექსანდრე კაჭარავა, ამ გუნდის მუსიკალური ხელმძღვანელი ბ–ნი შალვა მოსიძე, სუხიშვილების უნივერსიტეტის რექტორი ბ–ნი ვალერი სუხიშვილი, მართლმადიდებლ ქალთა საზოგადოების წევრები, ქ. გორის საზოგადოება.
შეხვედრამ გულთბილ და უშუალო ვითარებაში ჩაიარა, ეს იყო საერთო გულისტკივილი ტაოკლარჯეთზე და ფერეიდანზე. სიტყვით გამოვიდნენ მიტროპოლიტი ანდრია, გუბერნატორი ბ–ნი ზურაბ არსოშვილი, ბ–ნი ვანო ჩხიკვაძე, ბ–ნი იოსებ ალიმბარაშვილი და სხვები.
შეხვედრის იდეა და ორგანიზაცია ეკუთვნოდა ამ მშვენიერი საღამოს წამყვანს, სტალინის მუზეუმის ხელმძღვანელს ბ–ნ რობერტ მაღლაკელიძეს.

29 ივნისს, 15 სთ–ზე ქ. გორში, ჭავჭავაძის გამზირზე საზეიმოდ გაიხსნა ქ. გორის თვალსაჩინო წარმომადგენლის, ეროვნული მოძრაობის წევრისა და საზოგადო მოღვაწის, ბ–ნ ომარ ჩუბინიძის მემორიალური დაფა, რომელსაც დაესწრნენ ბ–ნ ომარ ჩუბინიძის შთამომავალნი, მიტროპოლიტი ანდრია სასულიერო პირებთან ერთად, პრეზიდენტის რწმუნებული შიდა ქართლში ბ–ნ ზურაბ არსოშვილი, რეგიონის და ქალაქის ადმინისტრაცია, ბ–ნ ომარის მეგობრები და თანამებრძოლები, ქ. გორის საზოგადოება.

29 ივნისს, 13 სთ–ზე ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის გორის საკათედრო ტაძარში შეიკრიბა აბიტურიენტი ახალგაზრდობა. სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ სამღვდელოებასთან ერთად გადაიხადა სავედრებელი პარაკლისი – გამოცდების წარმატებით ჩაბარებისათვის. მიტროპოლიტმა ანდრიამ ახალგაზრდებს ქადაგებისას უთხრა: „ბედნიერებისათვის ადამიანებმა ერთმანეთს უნდა შეუერთონ რწმენა, სიკეთე, ურთიერთგაგება, შრომისმოყვარეობა და ცოდნა. ჭეშმარიტი მეცნიერება და ჭეშმარიტი რწმენა ურთიერთდაპირისპირებაში არასოდეს არ მოდის“.
მეუფე ანდრიამ აბიტურიენტებს გამოცდების წარმატებით ჩაბარება უსურვა.

24-28 ივნისს, ქალაქ ბიალისტოკის მერის ბ–ნ თადეუშ ტრუსკოლასკის მიწვევით, პოლონეთში იმყოფებოდა თბილისის, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის, ქ. გორის და სამთავისისა და გორის ეპარქიის ერთობლივი დელეგაცია.

8/VI (21/VI) ივნისს, საქართველოს ეკლესია აღასრულებს წმ. მღვდელმოწამე თეოდორე კველთელის ხსენებას. ამ დღეს განსაკუთრებულად აღნიშნავს ჩვენი ეპარქიის ერთ–ერთი სოფელი–ახალქალაქი. თეოდორე კველთელის ცხოვრება და მისი მოწამეობრივი აღსასრული სწორედ ამ არემარესთანაა დაკავშირებული. ამ დღეს სოფელში აღესრულება საზეიმო მსახურება.
დღის 12 სთ–ზე სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ სასულიერო პირებთან ერთად შეასრულა სადღესასწაულო პარაკლისი. პარაკლისს ესწრებოდნენ არქიმანდრიტი ელისე, ტაძრის წინამძღვარი მღდელი ილია ხომერიკი, დეკანოზი ღვთისო სეხნიაშვილი, ეპარქიის მთავარი დიაკონი გიორგი კარელიძე, სოფელ ახალქალაქის მრევლი.
მიტროპოლიტმა ანდრიამ მიულოცა ახალქალაქელებს ეს დღესასწაული და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ თეოდორე კველთელის ცხოვრება და მოწამეობა უნდა იყვეს თანამედროვე ადამიანისათვის მაგალითი სარწმუნოების, სამშობლოს, ერის სიყვარულისა და ერთგულებისა.
პარაკლისის შემდგომ მეუფე ანდრია, სასულიერო პირები და დანარჩენი საზოგადოება დაესწრო სოფელ ახალქალაქის სამუსიკო სკოლის აღსაზრდელთა საზეიმო ღონისძიებას.
მიტროპოლიტმა ანდრიამ დალოცა სამუსიკო სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები და გადასცა მათ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი.

სოფელ კავთისხევში, აღდგომის შემდგომ მერვე კვირიაკეს ზეიმობენ თავკავთის წმ. გიორგის დღესასწაულს. 19 ივნისს სოფელ კავთისხევში სადღესასწაულო ლიტურგია აღასრულა სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ. საღვთო მსახურებაზე მუფე ანდრიასთან ერთად იყვნენ სოფელ კავთისხევის წმ. გიორგის ტაძრის წინამძღვარი მღვდელი ალექსანდრე ქსოვრელი და ეპარქიის მთავარი დიაკონი გიორგი კარელიძე.

14 ივნისს, ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიაში, სასწავლო წლის დასასრულთან დაკავშირებით გაიმართა დაწყებითი კლასების წარჩინებული მოწაფეების დაჯილდოება.
მიტროპოლიტმა ანდრიამ დალოცა ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის მასწავლებლები, მოწაფეები, მათი მშობლები და ყველას უსურვა არდადეგების სასიამოვნოდ გატარება.

14 ივნისს, ქ. გორში, სუხიშვილების უნივერსიტეტეში, ჩატარდა სამლოცველო ოთახის კურთხევა.
სამლოცველო გაიხსნა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის ინიციატივით. მისი კურთხევა შეასრულა სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ ეპარქიის სამღვდელოების – დეკანოზ იოანე ცხვირაშვილის, დეკანოზ ღვთისო სეხნიაშვილის, მღვდელ დავით კასრაძის და ეპარქიის მთავარი დიაკონის გიორგი კარელიძის მონაწიელობით.
მიტროპოლიტმა ანდრიამ დალოცა უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლები და სტუდენტები. კურთხევის შემდეგ ჩატარდა სტუდენტების მიერ მომზადებული კონცერტი.

31/V (13/VI) ივნისს - სამებობას, სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ წმ. ლიტურგია შეასრულა ყოვლადწმიდა სამების ტაძარში, კვერნაკის მთაზე. მასთან ერთად მსახურობდნენ ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე კალატოზიშვილი, მღვდელი ლუკა კარელიძე და ეპარქიის მთავარი დიაკონი გიორგი კარელიძე.

30/V(12/VI) ივნისს - სულთმოფენობის დღესასწაულზე, სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ სადღესასწაულო მსახურება შეასრულა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის გორის საკათედრო ტაძარში. მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ მიულოცა მრევლს ეს დიდი დღესასწაული. მათ მიეცათ საშუალება ამ დღეს მთხვეოდნენ ტაძარში გამობრძანებულ წმ. ნინოს ხატს, რომელშიც ჩაბრძანებული არის წმინდა ნაწილი.

20/V (2/VI) უფლისა ჩვენისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს ამაღლების დღესასწაულზე სადღესასწაულო ღამისთევის მსახურება შედგა ამაღლების საკათედრო კომპლექსში, სოფელ სამთავისში. მსახურება აღასრულა მიტროპოლიტმა ანდრიამ სამღვდელოებასთან ერთად - დეკანოზებთან: გიორგი გაბლიშვილთან, იოანე კალატოზიშვილთან, მღვდელ გიორგი გოცირიძესთან, ეპარქიის მთავარ დიაკონთან გიორგი კარელიძესათან და დიაკონ გიორგი კოკოშვილთან. მსახურებას ესწრებოდნენ ქ. გორის, ქ. კასპის, სოფელ სამთავისისა და სოფელ ქვემოჭალის მრევლი.

1 ივნისს, დღის 2 სთ–ზე შედგა სამთავისისა და გორის მიტროპოლიტ ანდრიას და ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ბ–ნ ნიკა ვაჩეიშვილის შეხვედრა სამთავისის სამონასტრო კომპლექსში. შეხვედრაზე იმსჯელეს სამთავისის ისტორიული კომპლექსის რეაბილიტაციის საკითხებზე. კომპლექსის რეაბილიტაცია მოიცავს არქეოლოგიურ კვლევას, ტაძრის და მისი ისტორიული გარემოს კონსერვაცია–რესტავრაციას, სამონასტრო ცხოვრების აღდგენას.

19/V ( 1/VI) ივნისს, სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ სადღესასწაულო მსახურება აღასრულა წმ. ნინოს ტაძარში, ქ. გორში, კვერნაკის მთაზე, დევნილთა დასახლებაში. მასთან ერთად მსახურობდნენ ტაძრის წინამძღვარი მღვდელი ანდრია მიდოდაშვილი და ეპარქიის მთავარი დიაკონი გიორგი კარელიძე.
მიტროპოლიტმა ანდრიამ დალოცა სამაჩაბლოდან დევნილები და უსურვა მათ ღვთის შეწევნა და მხნეობა.

31 მაისს, სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ ჩაატარა ეპარქიის საბჭოს კრება, კრებას ესწრებოდნენ დეკანოზები: გიორგი გაბლიშვილი, იოანე ცხვირაშვილი, გედეონ შალაშვილი, იოანე კალატოზიშვილი, ღვთისო სეხნიაშვილი და მღვდელი ანდრია მიდოდაშვილი.
კრებამ განიხილა მდგომარეობა სამრევლოებში და იმსჯელა სხვა საჭირბოროტო საკითხებზე.

30 მაისს, 3 სთ–ზე ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიაში შედგა პედაგოგიური საბჭო, გიმნაზიის დირექტორის - მიტროპოლიტ ანდრიას ხელმძღვანელობით. პედაგოგიური საბჭოს შეხვედრა მიძღვნილი იყო გიმნაზიის განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავებასა და განხილვაზე.

30 მაისს, სოფელ ხვითში, ყოვლადწმიდა ღვთმშობლის შობის ახლადაღდგენილ ტაძარში შედგა სამთავისისა და გორის ეპარქიის სასულიერო დასის ერთობლივი მსახურება. მიტროპოლიტმა ანდრიამ ეპარქიის სასულიერო დასთან ერთად ჩაატარა ტაძრის განახლების წესი. სოფელ ხვითის სამრევლოს წინამძღვარის დეკანოზ გედეონ შალაშვილისა და სოფლის მაცხოვრებლების ძალისხმევით მოხდა ამ ტაძრის აღდგენა.
ვულოცავთ სოფელ ხვითის მრევლს ამ სასიხარულო მოვლენას.

29 მაისს, კვირა დღეს, სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ საღმრთო ლიტურღია შეასრულა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში – სოფელ ახალქალაქში. მასთან ერთად მსახურობდა ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი – ილია ხომერიკი და ეპარქიის მთავარი დიაკონი – გიორგი კარელიძე.
მიტროპოლიტმა ანდრიამ ახალქალაქის მრევლს მიულოცა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. წირვის შემდეგ მისმა უსამღვდელოესობამ სასულიერო პირებთან და მრევლთან ერთად მოინახულა წმ. თეოდორე ტირონის ტაძარი, რომელშიც ახლა მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

9/V (22/V) მაისს, წმ. ნიკოლოზის, ღირსი შიო მღვიმელის და წმ. ესაია წინასწარმეტყველის ხსენების დღეს, სამთავისისა და გორის მიტროპოლიტი ანდრია და ეპარქიის მთავარი დიაკონი გიორგი ჭყონდიდელ მიტროპოლიტ პეტრეს მიწვევით ესტუმრნენ ჭყონდიდის ეპარქიას, სადაც სოფელ დიდ ჭყონში შესრულდა წმ. ნიკოლოზის ტაძრის კურთხევა და გახსნა.
ტაძარი აშენდა ჭყონდიდის ეპარქიის მკვიდრის – ბატონ ნაულ ჯანაშიას მიერ.
საზეიმო მსახურება ჩაატარეს მიტროპოლიტმა ანდრიამ, მიტროპოლიტმა პეტრემ და ეპისკოპოსმა სპირიდონმა. მსახურებას ესწრებოდნენ როგორც ეპარქიის, ისე სტუმრად ჩასული მღვდელმსახურები, საგალობლები შეასრულა სხალთის ეპარქიის ვაჟთა გუნდმა, ამ დღეს ბევრი ადამიანი სტუმრობდა ჭყონდიდის ეპარქიას, იყვნენ ცენტრალური და რეგიონალური ხელისუფლების წარმომადგენლებიც.

8/V (21/V) მაისს, წმ. მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღეს, სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ საღმრთო ლიტურგია აღასრულა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის დედათა მონასტერში, სოფელ ატენში, სადაც ერთ–ერთი ტაძარი იოანე ღვთისმეტყველის სახელობისაა.

7/V (20/V) მაისს, იოანე ზედაზნელის და ათთორმეტ ასურელ მამათა ხსენების დღეს, სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ ღამისთევის მსახურება ჩაატარა სამთავისის ისტორიულ სამონასტრო კომპლექსში.
მსახურება დაიწყო საღამოს 11 სთ–ზე და გასტანა დილის 5 სთ–მდე. მიტროპოლიტ ანდრიასთან ერთად ლოცულობდნენ ეპარქიის მღვდელმსახურები – დეკანოზები: იოანე ცხვირაშვილი, გიორგი ხოჯავა, იოანე კალატოზიშვილი, მღვდლები: იაკობ გეჯაძე, იოანე ჟივიძე, ლუკა კარელიძე, დიაკვნები: გიორგი კარელიძე და გიორგი კოკოშვილი.

16 მაისს, საღამოს გორის სასწავლო უნივერსიტეტში გაიხსნა სამთავისისა და გორის ეპარქიის კვირეული. კვირეული გახსნა გორის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა ბატონმა გიორგი სოსიაშვილმა. კვირეულის პირველი დღე დაეთმო შეხვედრას ეპარქიის მმართველ მღვდელმთავართან – მიტროპოლიტ ანდრიასთან.

16 მაისს, ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიაში შედგა მცირე პედაგოგიური საბჭო საგამოცდო საკითხებთან დაკავშირებით. კრება ჩაატარა სკოლის დირექტორმა, სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ, მას ესწრებოდნენ დირექტორის მოადგილეები: ქ–ნი თინათინ გვერდწითელი და ქ–ნი მანანა კაკაურიძე, სასკოლო კათედრების ხელმძღვანელები: ნინო კვაღნიძე – ქართული ენის კათედრა; მანანა სირბილაძე – მათემატიკის კათედრა; თამარ დეკანოსიძე – უცხო ენათა კათედრა; მაია წეწვაძე – შრომის, ესთეტიკის, სპორტის, მუსიკის, ხელოვნების კათედრა; ნანა ტატურაშვილი – საბუნებისმეტყველო კათედრა.

15 მაისს სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ საღვთო ლიტურგია შეასრულა სოფელ მეტეხში – ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში. მეუფე ანდრიასთან მსახურობდნენ სოფელ მეტეხის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ნოდარ ბერიაშვილი, მღვდელი იაკობ გეჯაძე და დიაკონი გიორგი კარელიძე.

მენელსაცხებლე დედათა კვირიაკეს 25/IV(8/V), სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ მსახურება აღასრულა სამთავისის ისტორიულ, საკათედრო, სამონასტრო კომპლექსში. მეუფე ანდრიასთან ერთად მსახურობდნენ: დეკანოზი გიორგი ხოჯავა, დეკანოზი იოანე კალატოზიშვილი, მღვდელი იოანე ჟივიძე, დიაკონი გიორგი კარელიძე. წირვას ესწრებოდა ქალაქ კასპის, სოფელ სამთავისის, სოფელ ქვემოჭალის მორწმუნე მრევლი.

23/IV(6/V) წმინდა გიორგის ხსენების დღესასწაულზე სამთავისისა და გორის მიტროპოლიტი ანდრია ესტუმრა სოფელ ხანდაკს, სადაც წმინდა გიორგის ტაძარში აღასრულა საღესასწაულო მსახურება. წმინდა ლიტურგიაზე მონაწილეობა მიიღეს ტაძრის წინამძღვარმა მღვდელმა გაბრიელ კერესელიძემ და დიაკონმა გიორგი კარელიძემ.

18/IV (1/V) სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ კვირაცხოვლობის დღესასწაულზე საზეიმო მსახურება შეასრულა აღდგომის საკათედრო ტაძრის მშენებლობის ადგილზე, ქ. გორის სამღვდელოებასთან ერთად მორწმუნე მრევლის თანდასწრებით.
წირვის შემდეგ გაიმართა ერთობლივი ტრაპეზი.

30 აპრილს სოფელ სობისში სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ გახსნა სამრევლო სკოლა. ამ სოფლის, წმინდა გიორგის ტაძრის მოძღვარია მღვდელი პეტრე ტიტვინიძე. მიტროპოლიტმა ანდრიამ თავის ქადაგებაში მიულოცა დამსწრე საზოგადოებას სამრევლო სკოლის გახსნა და აღნიშნა მისი დიდი მნიშვნელობა ახალგაზრდებისათვის და ზოგადად სოფლისათვის.
სამწუხაროდ დღეს სოფელი იმყოფება ახლოს კომფლიქტის ზონასთან, ყოველდღიურად მისი მოსახლეობა გაჰყურებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიას და ამ მდგომარეობაში სულიერი მხნეობა მათთვის ძალზედ მნიშვნელოვანია.

ქვათახევის მონასტერში წამებულ წმინდანთა დღესასწაული წელს ვნების კვირეულის შაბათს დაემთხვა. მონასტრის ზეიმის სადღესასწაულო აღნიშვნისათვის ასეთ შემთხვევაში, საეკლესიო ტიპიკონი ითვალისწინებს დღესასწაულის აღნიშვნის გადატანას ბრწყინვალე შვიდეულის განმავლობაში. ამიტომაც სამთავისისა და გორის მიტროპოლიტ ანდრიას ლოცვა–კურთხევით წელს დღესასწაული გადატანილი იქნა ბრწყინვალე შვიდეულის პარასკევს.
ქვათახევის მონასტერში მსახურება დაიწყო ხუთშაბათს, ღამის 10 საათზე და გასტანა დილის 5 საათამდე. საზეიმო მსახურებას უძღვებოდა სამთავისისა და გორის მიტროპოლიტი ანდრია ეპარქიის სასულიერო დასის, მონასტრის ძმობის თანამონაწილეობით და მორწმუნე მრევლის თანდასწრებით.

ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს საქართველოს ეკლესია ზეიმობს მისთვის განსაკუთრებულ დღესასწაულს ივერიის ყოვლაწმიდა ღვთისმშობლის ხატისა. ამავე დღეს არის ხსენება 6000 გარეჯელ მოწამე ბერთა. ეს დღე ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენთვისაც, რამეთუ ქალაქ გორში აღინიშნება ოქონობის დღესასწაული. ეს ცენტრალური სიწმინდე იყო გორისათვის და გორელებისათვის. ის დაკავშირებული იყო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ოქონის ტაძართან და მასში დაცულ სიწმინდეებთან. საუკუნეების მანძილზე ჩვენი წინაპრები აღნიშნავდნენ ამ სახალხო ზეიმს.
წელს ოქონობის დღესასწაული განსაკუთრებული სიხარულით აღინიშნა, რამეთუ საზეიმო წირვა შესრულდა მშენებარე ტაძრის საძირკველზე და წირვაზე გორის ეთნოგრაფიული მუზეუმიდან გადმოსვენებული იყო ოქონის ერთ–ერთი ხატი. სადღესასწაულო ლიტურგია შეასრულა სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად. წირვის შემდეგ იქნა შესრულებული ტაძრის საძირკვლის კურთხევის წესი. სადღესასწაულო მსახურებას დაესწრნენ რეგიონის ადმინისტრაციის წარმომადგენლები – პრეზიდენტის რწმუნებული შიდა ქართლში ბატონი ზურაბ არსოშვილი, რწმუნებულის მოადგილეები ბატონები: გიორგი თვალავაძე, ავთანდილ მეტივიშვილი, სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები, მორწმუნე მრევლი, სტუდენტები, ასევე ესწრებოდა პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული შიდა ქართლში ბატონი დავით ქობლიანიძე, წირვის დასრულების შემდგომ ყველამ ერთად მიიღო მონაწილეობა სადღესასწაულო მსვლელობაში, რომელიც მოეწყო გორის ქუჩებში. საერთოდ ეს დღე არის გამორჩეული, მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის ღონისძიებანი ტარდებოდა. წელს ამ დღეს იქნა დარგული ხეები, გაიხსნა ქ. გორში ახალი ტურისტული ცენტრი, ხოლო დღე დაასრულა ქ–ნ რუსუდან სებისკვერაძის შემოქმედებითმა საღამომ, რომელიც გაიმართა გორის კულტურის ცენტრში.

ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს, სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ საზეიმო წირვა ჩაატარა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ატენის დედათა მონასტერში.

24 აპრილს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის გორის საკათედრო ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურება ღამის 12 საათზე დაიწყო სადღესასწაულო ლიტანიობით. დღესასწაულის მსახურება აღასრულა მიტროპოლიტმა ანდრიამ სამღვდელოებასთან ერთად. ამ საღამოს ტაძარი, ეზო და ქუჩა სავსე იყო მრევლით, რომლებიც ელოდებოდნენ წმინდა ზიარებას და აღდგომის ღამეს ღვთაებრივი ცეცხლის ჩამობრძანებას წმ. ქალაქ იერუსალიმიდან. ღამის სამის ნახევარზე, ღვთაებრივი ცეცხლის შემობრძანება ჩვენს ტაძარში აღინიშნა სადღესასწაულო ზარების რეკვით. მორწმუნეებმა ღვთაებრივი ცეცხლი ლიტურგიის შემდგომ სახლებში წაიღეს.

ვნების შვიდეულის დიდი შაბათის ლიტურგიაზე მიტროპოლიტმა ანდრიამ შეასრულა დიაკონად კურთხევა კერძო დიაკონისა – იაკობ აბულაძისა.

ვნების შვიდეულის დიდ პარასკევს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის გორის საკათედრო დაძარში მოხდა გარდამოხსნის შემოტარება.

21 აპრილს, ვნების შვიდეულის დიდ ხუთშაბათს, საზეიმო წირვა გაიმართა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში. წირვას უძღვებოდა საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია II მღვდელმთავრებთან ერთად. წირვის პროცესში მოხდა ახალი, წმინდა მირონის კურთხევა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის.
ამ მნიშვნელოვან მოვლენას წინ უძღოდა მირონის კურთხევის მოსამზადებელი დღეები. მომზადდა კეთილსურნილოვანი ზეთი, რომელშიც ჩამატებულ იქნა სპეციალური ბუნებრივი დანამატები და სხვადასხვა სიწმინდეები.
ვნების შვიდეულის ორშაბათს, სამშაბათს და ოთხშაბათს წმინდა მირონისათვის სპეციალურად დამზადებულ ქვაბებში მიმდინარეობდა მირონის ხარშვა. ამ დღეების განმავლობაში უწყვეტად იკითხებოდა წმიდა სახარება და სხვადასხვა ლოცვები სასულიერო პირების მიერ.
მისი უწმინდესობის ლოცვა–კურთხევით ამ პროცესში ჩართული იყო საქართველოს ეკლესიის ყველა ეპარქია.
29 აპრილს, ოთხშაბათ დღეს სამთავისისა და გორის მიტროპოლიტი ანდრია სამღვდელოებასთან ერთად კითხულობდა წმიდა სახარებას საპატრიარქო ტაძარში.
მირონის ხარშვაში ჩვენი ეპარქიიდან მონაწილეობა მიიღეს: დეკანოზმა კირილემ (ხულორდავა), დეკანოზმა გიორგიმ (გაბლიშვილი), იღუმენმა კოზმამ (გუჯაბიძე), იღუმენმა დამიანემ (ხუფენია), მღვდელმა იოანემ (ცეცხლაძე), დიაკონმა გიორგიმ (კარელიძე), დიაკონმა დავითმა (ყურაშვილმა), მირონის ხარშვას დაესწრო ეპარქიიდან წამოსული მრევლი.

5(18) აპრილს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ტაძრის გუმბათზე აღმართულ იქნა ახალი ჯვარი. ჯვრის დამზადების საჭირო თანხა, ეპარქიასთან ერთად, გაიღო მორწმუნე მრევლმაც, რომელთა შორისაც ზოგიერთი უცხოეთში იმყოფება.
ღმერთმა დალოცოს ყველა ადამიანი, რომლის ძალისხმევითაც იქნა დამზადებული გუმბათის ჯვარი.

4(17) აპრილს, ბზობის დღესასწაულზე, სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ სადღესასწაულო მსახურება აღავლინა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის გორის საკათედრო ტაძარში.
წირვის ბოლოს მიტროპოლიტმა ანდრიამ აკურთხა ახალი ჯვარი, რომელიც აღიმართება ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ტაძრის გუმბათზე.

სტუმრობა ათონის მთაზე.

17 მარტს გორის საკათერო ტაძარში ჩატარდა შვიდგზის ზეთისცხება.

28/II (13/III) დიდი მარხვის პირველ კვირა დღეს, აღინიშნა დღესასწაული მართლმადიდებლობის ზეიმისა. ამ დღეს საკათედრო ტაძარში, შესრულდა საზეიმო წირვა. წირვის შემდეგ ჩატარდა ლიტანიობა სასულიერო დასის და მორწმუნე მრევლისა ჯვარ-ხატებით და ბაირაღებით, წაკითხულ იქნა მართლმადიდებლობის ზეიმის ლოცვა.

21/II (6/III) შენდობის კვირას, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის გორის საკათედრო ტაძარში, სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ აღასრულა საღვთო ლიტურგია. ლიტურგიის შემდეგ ჩატარდა შენდობის წესი. ეპარქიის მღვდელმთავარმა ისაუბრა პატიების მნიშვნელობაზე, მის აუცილებლობაზე, იმისათვის, რომ ადამიანმა მიიღოს ღვთის წყალობა. ქადაგების დასასრულს მიტროპოლიტმა ანდრიამ შენდობა ითხოვა სამთავისისა და გორის ეპარქიის მრევლისაგან.

1 მარტს სადღესასწაულო მსახურება აღესრულა წმ. დიდმოწამე თეოდორე ტირონის ტაძარში, ქ. კასპში. მსახურება აღასრულა სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ. მან მიულოცა კასპის მოსახლეობას და ტაძარში შეკრებილ მრევლს დიდმოწამე თეოდორე ტირონის ხსენების დღე და ტაძრის დღესასწაული. სადღესასწაულო მსახურება გადმოტანილი იყო ოთხშაბათს, 2 მარტიდან სამშაბათს, 1 მარტს, რადგანაც ყველიერის ოთხშაბათის მსახურება არ უჩენს ლიტურღიის აღსრულებას.

23 თებერვალს სამთავისისა და გორის ეპარქიას სტუმრობდა ათონის წმ. მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ეფრემი თანმხლებ პირებთან ერთად.

18 თებერვალს სამთავისის საკათედრო ტაძარში სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ ისტუმრა პრეზიდენტის რწმუნებული შიდა ქართლში ბატონი ზურაბ არსოშვილი, გუბერნატორის მოადგილეები - ბატონი გიორგი თვალავაძე და ბატონი ჰამლეტ მერაბიშვილი, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გამგებელი ბატონი კახაბერ ხაჩირაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
სტუმრებმა მოილოცეს ღირსი მამა ისიდორე სამთავნელის განსასვენებლი, მეუფე ანდრიამ მათ დაათვალიერებინა სამთავისის სამონასტრო კომპლექსის არქეოლოგიური გათხრების და სარესტავრაციო სამუშაოების ამჟამინდელი შედეგები. ამის შემდეგ მეუფე ანდრია და ბატონი ზურაბ არსოშვილი მივიდნენ ქ. კასპში საკათედრო ტაძრის აღშენების ადგილას. შეხვედრისას იყო საუბარი საკითხებზე, რომელიც ეხებოდა ეპარქიის სიწმინდეების და ქართული კულტურის სიძველეების დაცვას, მათ აღდგენას, ჩვენი ეპარქიის მკვიდრ, გამოჩენილ მამულიშვილთა მოღვაწეობას და მათი ხსოვნის უკვადავსაყოფად განხორციელებულ საკითხებს, დევნილების მდგომარეობას.

18 თებერვალს გაიმართა სამთავისისა და გორის ეპარქიის საეპარქიო საბჭოს ყოველთვიური კრება. კრებას უძღვებოდა მიტროპოლიტი ანდრია.
კრებაზე განიხილეს საკითხი ახალგაზრდობასთან მუშაობის შესახებ, იმსჯელეს სოციალურ პრობლემებზე, სოფლებში სამოძღვო მსახურების თაობაზე. გამოთქმულ იქნა შეშფოთება თვითმკვლელობის ფაქტებთან დაკავშირებით.
მეუფე ანდრიამ საბჭოს მოახსენა იმის თაობაზე, რომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა წმ. სინოდის სხდომაზე იაკობ გოგებაშვილის წმინდანად შერაცხვის საკითხი დააყენა.

2/II (15/II) თებერვალს, დღესასწაულზე - მირქმისა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ სადღესასწაულო მსახურება აღავლინა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის გორის საკათედრო ტაძარში.

31/I (13/II) თებერვალს, მეზვერისა და ფარისევლის კვირას, საღვთო ლიტურგია აღასრულა სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის გორის საკათედრო ტაძარში.

30/I (12/II) თებერვალს, წმ. დიდთა მღვდელმთავართა - ბასილი დიდის, გრიგოლ ღვთისმეტყველის და იოანე ოქროპირის ხსენების დღეს, სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ სადღესასწაულო მსახურება აღავლინა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის გორის საკათედრო ტაძარში.

4 თებერვალს სამთავისისა და გორის ეპარქიას სტუმრობდნენ საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების ცენტრის წევრები: დეკანოზი - ბესარიონ მენაბდე, ხელოვნებათმცოდნე - ქ-ნი ქეთევან აბაშიძე, არქიტექტორი - ბ-ნი იოსებ ბანძელაძე, საბჭოს სხვა წევრები და სოფელ აღაიანის მკვიდრი მრევლი.
სამუშაო ჯგუფს დახვდნენ სამთავისისა და გორის მიტროპოლიტი ანდრია და თხოთის მთის წმ. ნინოს ტაძრის მღვდელმსახური მამა გიორგი იასეშვილი. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელდა ერთი ეტაპი თხოთის მთის ტაძრის აღდგენისა. ეს ისტორიული ადგილი სადაც იყო განლაგებული მონასტერი, მნიშვნელოვანია ქართველი ერისა და ეკლესიისათვის, რადგან აქ მოხდა მეფე მირიანის მოქცევა და ამ ადგილას ზეციური უწყებით წმ. ნინოს მიერ იქნა აღმართული ერთ-ერთი ჯვარი.
სამუშაო შეხვედრაზე განხილულ იქნა თხოთის მთის ტაძრის და მისი შემოგარენის არქეოლოგიური კვლევისა და რესტავრაციის გაგრძელების საკითხები.

27/I (9/II) თებერვალს, წმ. იოანე ოქროპირის ნაწილების აღმოყვანების დღეს საზეიმო წირვა შედგა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ატენის დედათა მონასტერში.
წმ. ლიტურგია აღასრულა სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ.
კიდევ ერთხელ ვევედროთ საქართველოს ზეციურ მფარველს, მისი მეოხებით ღმერთმა ინებოს აფხაზეთის დამშვიდება და დევნილთა დაბრუნება თავიანთ ოჯახებში.

26/I (8/II) თებერვალს წმ. მეფე დავით აღმაშენებლის დღესასწაულზე, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის გორის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო მსახურება შეასრულა სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ.
ქ. გორის ისტორიის მნიშვნელოვანი ფურცლები დაკავშირებულია წმ. მეფე თავით აღმაშენებელთან. მისი მეოხებით ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს საქართველო.

30 იანვარს კულტურისა და სულიერი განათლების ცენტრში სამთავისისა და გორის მიტროპოლიტი ანდრია შეხვდა ეპარქიის სასულიერო დასს და მათ ოჯახებს. შეხვედრა ძალზედ თბილი და ყველასათვის სასიხარულო იყო.
მეუფე ანდრიამ ისაუბრა სასულიერო პირების მსახურების მნიშვნელობაზე, იმაზე, თუ რაოდენ დიდია ოჯახის ფაქტორი მღვდლების მსახურებაში, და რომ სასულიერო პირის ოჯახი ქრისტიანული რწმენისა და ზნეობის მაგალითი უნდა იყოს მრევლისათვის.
ბავშვებმა წაიკითხეს ლექსები, იმღერეს ხალხური სიმღერები, დაუკრეს როიალზე. მიტროპოლიტმა ანდრიამ შობა-ახალი წელი და ნათლისღების დღესასწაულები მიულოცა მათ და მცირედი საჩუქრები გადასცა ეპარქიის სასულიერო პირთა ოჯახის წევრებს.

28-29 იანვარს ქალაქ გორში კულტურისა და სულიერი განათლების საეპარქიო ცენტრში შედგა წმ. მღვდელმოწამის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ის სახელობის III სამეცნიერო კონფერენცია.

6 (19) იანვარს ნათლისღების დღესასწაულზე სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ სადღესასწაულო ლიტურგია შეასრულა ღვთისმშობლის შობის გორის საკათედრო ტაძარში. ლიტურგიის შემდგომ შესრულდა დიდი აიაზმის (დიდი წყლის კურთხევის) წესი.

17 იანვარს სოფელ შავშვებში გაიხსნა სამთავისისა და გორის ეპარქიასთან არსებული კულტურისა და სულიერი განათლების ცენტრი.
ცენტრი საზეიმოდ გახსნა მიტროპოლიტმა ანდრიამ. გახსნას დაესწრნენ სოფლის მკვიდრი ახალგაზრდობა, მართლმადიდებელი მრევლი. ცენტრის ფუნქციონირებას ხელმძღვანელობს მღვდელი პეტრე ტიტვინიძე და ქალბატონი ხათუნა წკრიალაშვილი.

14 იანვარს, უფლის წინადაცვეთის და წმ. ბასილი დიდის ხსენების დღესასწაულზე, სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ საღვთო ლიტურღია აღასრულა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ატენის დედათა მონასტერში.

10-12 იანვარს ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სასულიერო გიმნაზიაში გაიმართა ყოველწლიური საშობაო ფესტივალი ”გენეთლია”. წელს ფესტივალის სტუმრები იყვნენ - ზუგდიდის, სამტრედიის, ოზურგეთის, ბოლნისის, ხაშურის, ქარელის, სოფელ სალხინოს, სოფელ ნიქოზის სასულიერო სკოლები, ქ. გორის და სოფელ ახალქალაქის საჯარო სკოლის მოსწავლეები.
ფესტივალის მიმდინარეობა წარიმართა ორ ნაწილად: პირველ ნაწილში ბავშვებმა წაიკითხეს თავიანთი მოხსენებები თემებზე - ”სადაც კი ჭეშმარიტის განათლების ლამპარი დანთებულა, დედაბოძად მას ჰქონია და აქვს დედა ენა”; ”და როგორც ღმერთი, სამშობლოც ერთია... ერდათერთია”. მეორე ნაწილში იყო საშობაო წარმოდგენები.
ფესტივალის მსვლელობისას მოსწავლეების გამოსვლას ესწრებოდნენ სამთავისისა და გორის მიტროპოლიტი ანდრია, ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ისაია, ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე, ბოლნისის ეპისკოპოსი ეფრემი, პრეზიდენტის რწმუნებული შიდა ქართლში ბ-ნი ზურაბ არსოშვილი, გუბერნატორის მოადგილე ბ-ნი გიორგი თვალავაძე, მწერალი ბ-ნი ვანო ჩხიკვაძე.
ფესტივალის დღეებში ჩვენმა სტუმრებმა მოინახულეს სამთავისისა და გორის ეპარქიასთან არსებული კულტურისა და სულიერი განათლების ცენტრი, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი სოფელ ვარიანში, მოილოცეს გორის საკათედრო ტაძარი.
ფესტივალის დღეები ყოველთვის წარულშლელ შთაბეჭდილებას სტოვებს მონაწილეებსა და მაყურებლებზე, როგორც მონაწილეები აღნიშნავენ, ისინი ყოველთვის მოუთმენლად ელოდებიან ხოლმე საფესტივალო დღეებს და სიხარულით მონაწილეობენ მასში.

10 იანვარს კასპის რაიონის სოფელ ხოვლეში სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ აკურთხა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის საძირკველი.

9 იანვარს სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ საკვირაო მსახურება აღასრულა წმ. თეოდორე ტირონის ტაძარში, ქ. კასპში.

25/XII (7/I) იანვარს, მაცხოვრის შობის დღესასწაულზე, სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ სადღესასწაულო ღამისთევის ლოცვა აღასრულა გორის საკათედრო ტაძარში. საღამოს 11 საათიდან სასულიერო პირები მორწმუნე მრევლთან ერთად საღვთიმსხაურო საგალობლებით ადიდებდნენ ამ გონებისთვის მიუწვდომელ დიდებულ მოვლენას. მსახურება დასრულდა დილის ხუთ საათზე.
დღის პირველ საათზე მორწმუნენი კვლავ შეგროვდნენ გორის საკათედრო ტაძარში, რათა მონაწილეობა მიეღოთ სადღესასწაულო მსვლელობა - ალილოში.
წლევანდელი ალილო განსაკუთრებულად საზეომოდ ჩატარდა. მსვლელობაში მონაწილობდნენ ჩოხოსნები, სხვადახვა სკოლების მოსწავლეები, ბავშვები საექსკურსიო მანქანებითა და ურმებით.
მსვლელობაში მონაწილეობა მიიღო პრეზიდენტის რწმუნებულმა შიდა ქართლში - ბატონმა ზურაბ არსოშვილმა და რეგიონის და ქალაქის ადმინისტრაციების წარმომადგენლებმა. მოსახლეობისაგან მიღებული საშობაო ძღვენი მეორე დღეს გადაცემულ იქნა მრავალშვილიანი და განსაკუთრებულად უმწეო მდგომარეობაში მყოფ ადამინათა ოჯახებისათვის.