JavaScript Menu, DHTML Menu Powered By Milonic
 







მართალი ანას და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი

სამთავისისა და გორის ეპარქიის სამღვდელოებამ მთავარეპისკოპოს ანდრიას ხელმძღვანელობით მოილოცა ათონის მთა და მისი სიწმინდეები. დელეგაციის ჩასვლის მიზანი გახლდათ წმიდა მთის მოლოცვა, მის სულიერ და კულტურულ მემკვიდრეობასთან გაცნობა. დელეგაციას უნდა ჩამოებრძანებინა ათონელი ბერების მიერ საჩუქრად დაწერილი მართალი ანას და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის ასლი. იგი შეიქმნა წმიდა ანას სკიტეში მღვდელმონაზონ იოანეს საძმოს მიერ და საჩუქრად გადაეცა ყოვლადუსამღვდელოეს მთავარეპისკოპოს ანდრიას.
ხატს მრავალი სასწაული მოუხდენია. იგი მისდამი რწმენით აღსავსე ყველა ადამიანის შემწე და მფარველია. მას განსაკუთრებულად ევედრებიან არა მარტო უშვილო ქრისტიანები, არამედ სხვა რელიგიის აღმსარებელნიც.
იყო ერთი ასეთი შემთხვევა: საბერძნეთში, თურქების ბატონობის დროს, თესალონიკის ერთ ვინმე ფაშას არ უჩნდებოდა შვილი, მან შეიტყო ათონის მთაზე სასწაულთმოქმედი ხატის არსებობის შესახებ და წმიდა ანას სკიტეს ბერებს სთხოვა ელოცათ მისთვის. ფაშას მალევე შეეძინა ვაჟი და მადლობის ნიშნად გადაწყვიტა ხატისთვის მიერთმია ვერცხლის კანდელი. დიდგვეროვანმა მუსულმანმა კანდელის დამზადება შეუკვეთა ერთ-ერთ ოქრომჭდელს. მან კი შეწირული ვერცხლიდან სათავისოდ მოიპარა ძვირფასი ლითონის საკმაო რაოდენობა. ფაშას დამზადებული კანდელი თვალში ეპატარავა და გადაწყვიტა შეემოწმებინა მისი წონა. განრისხებულმა ოქრომჭედელს მოპარული ვერცხლი დააბრუნებინა და მისგან დამზადბული კვერცხი კანდელზე დაამაგრებინა. ეს კანდელი დღესაც ჩაუქრობლად ანთია ხატის წინ.